reportiori.ge - ცესკო სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:45
პოლიტიკა
ცესკო სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 19:42

ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. ,, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეშფოთებას გამოთქვამს 20 ივლისს ქ. ზუგდიდში პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ღონისძიების ხელისშეშლასთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამთ, ეს იქნება გამონაკლისი და შემდგომი საარჩევნო პერიოდი სამოქალაქო თანხმობის პირობებში ჩაივლის. საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს სამაგალითოდ სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. შესაბამისად, საარჩევნო პროცესი და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები მშვიდობიან პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. პოლიტიკური ჯგუფებისა და მათი წარმომადგენლების შეხვედრები უსაფრთხო გარემოში უნდა ჩატარდეს და ხელისუფლებამ მაქსიმალური ყურადღება და დელიკატური მიდგომა გამოიჩინოს პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროსა და სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“,-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016