reportiori.ge - 10 ყველაზე კრეატიული, შთამბეჭდავი, გასაოცარი შენობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:37
სხვადასხვა
10 ყველაზე კრეატიული, შთამბეჭდავი, გასაოცარი შენობა
ავტორი:
16 თებერვალი, 2015. 11:28



ეს მინით დაფარული, მაღალი და უცნაური შენობები თანამედროვე არქიტექტურის უბადლო ნიმუშებია.


1) სამეფო კოშკი





სამეფო კოშკი, რომელიც საუდის არაბეთში შენდება, მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იქნება და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებულ „ბურჯ-ხალიფას", რომლის სიმაღლეც 167 მეტრია, ბევრად გადააჭარბებს. 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტში განთავსდება მდიდრული კონდომინიუმები, საოფისე ფართები, ობსერვატორია, სასტუმრო Four Seasons. ცათამბჯენის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.



2) შანხაის კოშკი



 


121-სართულიანი შანხაის კოშკი 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტია. მისი მშენებლობა 1993 წელს დაიწყო და ამ წლის დასაწყისში დასრულდა. ახლა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შანხაის კოშკი მსოფლიოში სიმაღლით მეორე შენობაა, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანმა უკვე იხილა ცათამბჯენის თავბრუდამხვევი ხედის სურათები, რომელიც გასულ წელს ორმა რუსმა კოშკის მწვერვალზე უკანონოდ აჭრისას გადაიღო.

 


მრავალფუნქციური ცათამბჯენი 9 სხვადასხვა ვერტიკალური ზონისგან შედგება და დაფარულია გამჭვირვალე მინის ფენით, რომელიც ბუნებრივ ვენტილაციას უზრუნველყოფს.

 


3) დუბაი პერლი

 




73-სართულიანი „დუბაი პერლის" მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2016-ში უნდა დასრულდეს. შენობას ექნება ოთხი კოშკი, რომელიც ერთმანეთს შეკიდული ხიდით დაუკავშირდება. შენობაში განთავსდება 1800-ადგილიანი პრემიუმ-თეატრი, სადაც დუბაის საერთაშორისო კინოფესტივალები გაიმართება.



4) Agora Garden





Agora Garden ტაიბეიში მდებარეობს და 2016 წელს დასრულდება. ორმაგი სპირალის ფორმის შენობა ადამიანისა და ბუნების შემოქმედების კომპრომისის ნათელი მაგალითი იქნება.

 


შენობის კლაკნილები მთლიანად სიმწვანით დაიფარება. ყოველი სართულის აივანზე პატარა ბაღი გაშენდება. ბაღებისთვის გათვალისწინებულია მზის ბატარეები და წვიმის წყლის გამოყენება.



5) World One





როცა მშენებლობა დასრულდება, 117-სართულიანი ცათამბჯენი, World One, მუმბაიში ყველაზე მაღალი შენობა და პლანეტის ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლი იქნება.



6) KARSARC



 


პროექტის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო. ფუტურისტული შენობის კრისტალისებური დიზაინი ერაყელ არქიტექტორ ზაჰი ჰადიდს ეკუთვნის. ჯერჯერობით მხოლოდ შენობის ფოლადის ჩარჩოა დასრულებული. ასე რომ, გაურკვეველია, როდის დასრულდება პროექტი.

 


7) ჩჟუნანის ცენტრი სუჩჟოუში

 


 


ჩინეთში ახლახან დაიწყო 730 მეტრის 138-სართულიანი ცენტრის მშენებლობა და მის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ეს იქნება ჩინეთისთვის ყველაზე მაღალი შენობა, მსოფლიოსთვის კი - მესამე. ცათამბჯენი სასტუმროს, საოფისე ფართებსა და საცხოვრებელ ბინებს გააერთიანებს.

 


8) Lotte World Tower

 


 


სეულში ყველაზე მაღალი შენობა 556-მეტრიანი იქნება. 123-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. შენობაში მაღაზიები, ოფისები, აპარტამენტები, სასტუმროები განთავსდება.

 


9) დავანგის სამთო კურორტი

 


 


ჩინეთის სამთო კურორტი დავანგში 2016 წელს დასრულდება. 170 მეტრზე გადაჭიმული კურორტი დახურულ სათხილამურო კომპლექსს, აკვაპარკსა და დაკიდულ ბაღებს გააერთიანებს.

 


10სასტუმრო Songjiang

 


 


Songjiang-ის სასტუმრო შანხაისთან ახლოს აშენდება და მის ფასადს ჩანჩქერი დაამშვენებს. თუ თქვენ მაღალი სართულების ხედით ვერ გაოცდებით, წყლის ქვეშ მდებარე ქვედა სართულები აუცილებლად მოგხიბლავთ.

 

 

 

(წყარო: funtime.ge)

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016