reportiori.ge - მანანა ნაჭყებია: შემნილ ვითარებაში ძალიან მარტივად შეიძლება დავკარგოთ უკრაინა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:22
საზოგადოება
მანანა ნაჭყებია: შემნილ ვითარებაში ძალიან მარტივად შეიძლება დავკარგოთ უკრაინა!
16 თებერვალი, 2015. 13:50


 


პარტია „ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია თვლის, რომ  უკრაინას აქვს სუვერენული უფლება, ვინც უნდა, თანამდებობაზე ის დანიშნოს.


„სანამ ქართველ ყოფილ მაღალჩინოსნებს არ დაუმტკიცდებათ ბრალი, მანამდე ვერ მოვედავებით უკრაინას მათ თანამდებობებზე დანიშვნისთვის. ისეთი ვითარებაა შექმნილი ამ ორ ქვეყანას შორის ამ ეტაპზე, რომ ძალიან მარტივად შეიძლება დავკარგოთ უკრაინა, როგორც მეგობარი ქვეყანა.  არაა ამ საკითხზე საჭირო ბევრი საუბარი, მით უმეტეს, ისე საუბარი, როგორც ეს ხდება ბოლო პერიოდში, მით უმეტეს, ელჩის დაბარება და მისთვის  საკითხის ასე  დაყენება - რატომ დაინიშნენ ეს ადამიანები მაღალ თანამდებობებზეო" - აღნიშნა ნაჭყებიამ.


 „ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი გამართულ პრესკონფერენციაზე, ბიძინა ივანიშვილის „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუსაც გამოეხმაურა.


„ბიძინა ივანიშვილისთვის თავის ოპონენტებთან დავა-კამათი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე  ხალხი. უკვე მერამდენე მისი საჯარო გამოსვლაა, სადაც მას საერთოდ არ უხსენებია ხალხი, ის პრობლემები, რომელთა წინაშეც საზოგადოება დგას.  ამ ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილია ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016