„სააკაშვილს დიდი გეგმები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს მოქალაქეობას არ თმობს და აცხადებს, რომ 2015 წელს საქართველოში დაბრუნდება, ეს არის ბლეფი"
პეტრო პოროშენკო „სიკვდილს" დაუმეგობრდა, მას მიხეილ სააკაშვილი ჰქვია. საკონდიტრო მაგნატმა, უკრაინის მილიარდერმა პრეზიდენტმა, საკუთარი ნებით არჩია გილიოტინაზე ასვლა, მან ახლა სიკვდილის ფორმა უნდა აირჩიოს, უბედური შემთხვევა, როგორც ეს ჟვანიას შემთხვევაში მოხდა, ინფარქტით გარდაცვალება, ბადრი პატარკაციშვილის მსგავსად, თუ „სიკვდილის ესკადრონების" ხელით გასაღება... რაც სააკაშვილის რეჟიმის აპრობირებული მეთოდია. უკრაინაში ომის იმპორტიორმა, მიხეილ სააკაშვილმა „სიკვდილის ესკადრონები" თან წაიყოლა, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის სხვა დავალებებთან ერთად, ამ საშინაო დავალებასაც წარმატებით გაართმევს თავს, როცა კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურები პოროშენკოს ან გნებავთ უკრაინის პრემიერ-მინისტრ იაცენიუკის ჩამოცილების ბრძანებას გასცემენ. როგორც წესი, დიდ პოლიტიკას, თან სდევს დიდი მსხვერპლი და ამ საქმეში გაწაფული, რეფორმატორის ნიღაბს ამოფარებული მკვლელები, ამ დავალებასაც წარმატებით გაართმევენ თავს...
სააკაშვილმა პოროშენკო 80-იან წლებში გაიცნო, კიევის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალს ერთად სწავლობდნენ, პოროშენკომ სტუდენტობიდან დაიწყო ბიზნესის და ფულის კეთება, მიშამ კი უკრაინაში პორნოფილმების გადაღებით გაითქვა სახელი, რის გამოც საბჭოთა „კა-გე-ბემ" მას პრობლემები შეუქმნა, მაგრამ პორნოგრაფიების ფარულად გადაღება და პოლიტიკური ოპონენტების დაშანტაჟება სააკაშვილის სტიქიად დარჩა. ვწერდით, რომ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტზეც მოეპოვება სექსუალური სახის მაკომპრომეტირებელი მასალა, რომლის გამოქვეყნებაც, პოროშენკოს დასასრულის დასაწყისს გამოიწვევს, ერთია, რომ დასავლეთმა, პოროშენკოს თავზე სიკვდილი შემოდო, მიხეილ სააკაშვილის სახით და მეორეა, ის კომპრომატები, რაც პოროშენკოს, სააკაშვილის ხელში მარიონეტად აქცევს!
დღეს უკრაინის ხელისუფლებას კრიმინალური ბანდა მართავს, დამნაშავე რეჟიმის აქტიორებს, უკრაინის ხელისუფლება კი არ მფარველობს, არამედ უკრაინის ხელისუფლებაშია „ნაციონალურ მოძრაობა" და მათი შანტაჟის მსხვერპლნიც ძალიან მალე ალაპარაკდებიან. ოფიციალური კიევი ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, საქართველოს მოსახლეობას კი არ აფურთხებს სულში, არამედ უპირისპირდება საკუთარ მოსახლეობას. ერთია, რომ 45-მილიონიან უკრაინაში, მინიმუმ ათი მოაზროვნე თავი ვერ მოგეძებნება, მაგრამ მეორეა, როცა შენს ხალხს გენოციდისთვის სწირავ, იმეტებ ნულოვანი ტოლერანტობისთვის, ადგილზე ლიკვიდაციისთვის, საჩვენებელი დახვრეტებისთვის, წამებისთვის, შიმშილისთვის, ქონების უკანონოდ ჩამორთმევისთვის, უკანონო პატიმრობისთვის და სექსუალური ალმომრეობისთვის... თუმცა ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია და ვეჭვობ, კაციჭამია ანდრეი ჩიკატილოს ქვეყანა კიდევ ერთ ჩიკატილოს შეეგუოს სახელისუფლებოვერტიკალში. უკრაინა საქართველო არ არის, ქართული ტოლერანტობა, მათთვის უცხოა და შესაძლოა, „კიევის მაიდანის" ერთ-ერთი თანაავტორი, საქართველოში ძებნილი ნაპრეზიდენტალი, სისხლიანი, ავტორიტარული რეჟიმის ფუძემდებელი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი ხალხის მძევალი აღმოჩნდეს, მაგრამ მანამდე ის თავბრუდამხვევ თავგადასავლებში ამყოფებს უკრაინას. მან მიიღო სტატუსი და დღეიდან ის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა. პარალელურად, დავით საყვარელიძემ ჩაიბარა ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. რაც მთავარია, ინტერპოლით ძებნილი, სისხლიანი რეჟიმის მთავარი დოქსოპულო, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც უკრაინაშია. უკანონობის მთავარი იდეოლოგი ღიად ჩნდება სამთავრობო შეხვედრებზე და ის უკრაინის ხელისუფლების კონსულტანტის ფუნქციას ითავსებს, უკრაინის შსს, ჯანდაცვა, იუსტიცია, ნაციონალების ხელშია, რეგიონებში, პოლიციის უფროსების მოადგილეებად, ადგილობრივ თვითმმართველობებში წამყვანი პოზიციები „ნაციონალური მოძრაობი" წევრებს და მათ აქტივისტებს უკავიათ. ალბათ, საინტერესოა, რას უნდა ნიშნავდეს ნაციონალების სტრატეგიულ ადგილებზე გადანაწილება? რა გეგმა აქვს მიხეილ სააკაშვილს? ის საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება, თუ მას აღარ ჰყოფნის კავკასიის რეგიონში ერთი პატარა საქართველო? „ქრონიკასთან" საუბარში წყარო, საინტერესო ვერსიას ავითარებს, მიხეილ სააკაშვილს დიდი გეგმები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს მოქალაქეობას არ თმობს და აცხადებს, რომ 2015 წელს საქართველოში დაბრუნდება, ეს არის ბლეფი. ამ განცხადებით ის ცდილობს, რომ უკრაინის ხელისუფლების ყურადღება გადაიტანოს და ეჭვადაც არ გაუჩნდეს პოროშენკოს, რომ სააკაშვილი შესაძლოა, მის კონკურენტად იქცეს! კიევში უკვე საუბრობენ, იმის შესახებ, რომ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისთვის ემზადება. პოროშენკოს ხელისუფლება ეს არის გარდამავალი მთავრობა, მისი სახელით გატარდება მწვავე რეფორმები, სააკაშვილს შესწევს უნარი, მოსახლეობაში დროებითი პოპულარობა მოიპოვოს. ვიდრე მისი რეალური სახე გაიშიფრება, მას ბევრი მხარდამჭერი გაუჩნდება. დასავლეთ უკრაინაში რუსეთთან მებრძოლი სააკაშვილი მოთხოვნადი გახდება. თუკი პოროშენკო დასავლეთს იმედებს გაუცრუებს, არც მისი ლიკვიდაცია გაჭირდება და ამ დროისათვის სააკაშვილს მოამზადებენ უკრაინის პრეზიდენტობისთვის, ამიტომ არ ჩქარობს სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის მიღებას, ეჭვის საფუძველს არ ქმნის... აი, ამიტომაც არის, რომ ყველა რგოლში ჩასმულია „ნაცმოძრაობის" აქტივისტი, რეალურად ისინი აიღებენ ხელში მმართველობას და სააკაშვილს არჩევნებში მოგება არ გაუჭირდება, ჯერ არ გაუყალბებიათ არჩევნები თუ არ ჩამოუცილებიათ პოლიტიკური ოპონენტები? ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მით უფრო, სააკაშვილის ავანტიურისტული ბუნებიდან გამომდინარე.
„ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, თუ ახალი უკრაინა შედგება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოც თავისუფალი იქნება", - ეს სააკაშვილის სიტყვებია. მას, ალბათ, უმალავენ, რომ საქართველო მისგან ორი წელია თავისუფალია... პოროშენკომ კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველია, სხვა ბრძანებით კი შეიქმნა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი, უკვე ოფიციალური სტატუსით, უხელმძღვანელებს. მიშას ხელში კვლავ გადადის განუზომელი ძალაუფლება, რეფორმები და უცხოელი ექსპერტების დაბოლება.
პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორის მოადგილის ალექსეი პანინის აზრით, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს, უბრალოდ, „ზურგზე აჰკიდეს" - ამ ფორმით მოუნახეს მას ადგილი უკრაინის პრეზიდენტთან ამერიკელმა მფარველებმა. მიხეილ სააკაშვილს რომ ამერიკელი პროტეჟეები ჰყავს, ამ თვალსაზრისს სოციოლოგი სერგეი მიხეევიც ეთანხმება. სწორედ ამაში ხედავს ის იმის პირველ მიზეზს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის კურირებაზე, რუსეთი შოკში ჩააგდო და შეიძლება ითქვას, რომ მან მინსკის შეთანხმებას ცივი წყალი გადაასხა. ის რუსეთ-უკრაინის ღია ომის პროვოცირებას ახდენს", - აცხადებენ ექსპერტები. უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გადაცემას მხარს უჭერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი, ასევე ჰილარი კლინტონი და სენატორი ჯონ მაკკეინი. გახდება თუ არა სააკაშვილი მესამე მსოფლიო ომის ინსპირატორი, ეს რამდენიმე დღეში გამოჩნდება. ამ ავანტიურისტის ხელში პოროშენკოს წინ ძალიან ცუდი სიურპრიზი ელოდება, თუმცა ჩვენ უკრაინელ ხალხს თანავუგრძნობთ, წინ მათ სააკაშვილის ჯოჯოხეთი ელოდებათ!
საქართველოს საგარეო უწყება უკრაინის ელჩისგან განმარტებებს ითხოვს, უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს. პოლიტოლოგები კი ამ ფაქტს დიპლომატიურ დემარშად აფასებენ, მაგრამ, სად არის ლოგიკა, გვაქვს კი პოლიტიკური კეკლუცობის დრო? ამ უპრეცედენტო ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში, რა პასუხს სცემს ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმისგან შეურაცხყოფილ ხალხს, რომელმაც „ოცნება" სააკაშვილის რეჟიმის გასამართლების პირობით მოიყვანა,ა ჩვენ კი ვდგავართ იმ პოტენციური საფრთხის წინაშე, როცა მთავარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს გაასამართლებს!
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"