reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ისედაც დისკრედიტირებული „ნაცმოძრაობისთვის“ რაღაც აქციების მოწყობა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:43
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ისედაც დისკრედიტირებული „ნაცმოძრაობისთვის“ რაღაც აქციების მოწყობა...
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 20:14

„რატომ არ თვლიან, რომ საზოგადოება ნებისმიერი  სხვა პოლიტიკური პარტიის გარეშე, შეიძლება აღშფოთებული იყოს იმით, რაც მათი მმართველობის შედეგად გამოვლინდა"- ასე აფასებს საპარლამენტო  უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი „რეპორტიორთან," საუბარში  ზუგდიდში  განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ბუნებრივია როცა სამეგრელოში „ნაციონალურ მოძრაობას"  ხალხი ასეთი აგრესიით დახვდა.

 „ის, რომ აქცია  გარკვეული აგრესიული ელემენტებით ხასიათდებოდა. ეს  იმ გამოვლენილმა და ჯერ კიდევ დაფარულმა ფაქტებმა გამოიწვია, რომელიც  „ნაციონალური მოძრაობის"  მმართველობის პერიოდს  უკავშირდება.   ადამიანების უფლებები  ფეხქვეშ არის გათელილი  და მოსახლეობამ შესაბამისი რეაგირება გააკეთა."-აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 „ვფიქრობ, რომ ეს პრაიმერიც ხალხის დასანახავად გათამაშებულ სპექტაკლს ჰგავს, რაც საკმაოდ გამაღიზიანებელია, ხომ შეიძლება აუარო გვერდი დაძაბულობის შექმნას და რაღაცაზე უარი თქვა. მაგრამ იმისთვის, რომ არ დაძაბო ვითარება, შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს"-აცხადებს უმრავლესობის წევრი „რეპორტიორთან „ საუბარში და  უმცირესობის ბრალდებებს პასუხობს. 

 „რაში სჭირდება  „ქართულ ოცნებას" ისედაც დისკრედიტირებული ნაციონალური მოძრაობისათვის რაღაც აქციების  მოწყობა"? თავად  ემიჯნებიან ყველანაირ დანაშაულს. რატომ არიან გაკვირვებულნი, რომ ნორმალური ადამიანი შეიძლება შეშფოთებული იყოს  და პრეტენზიები ჰქონდეს „ნაციონალური მოძრაობისადმი" ყოველგვარი „ქართული ოცნების" გარეშე"... - აცხადებს გიორგი ვოლსკი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016