reportiori.ge - გთავაზობთ 11 გენიალურ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, იყოთ შესანიშნავი დიასახლისი.
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:35
სხვადასხვა
გთავაზობთ 11 გენიალურ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, იყოთ შესანიშნავი დიასახლისი.
ავტორი:
18 თებერვალი, 2015. 21:26









1) რძე რომ არ დამჟავდეს, შეფუთვაში გახსნისთანავე დაუმატეთ ცოტა მარილი. ასე რძე ვარგისიანობას უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.





2) ღვინის ნარჩენი შეიძლება გაყინოთ ყინულის სპეციალურ ფორმებში და შემდეგ სუფსა და სოუსში გამოიყენოთ.

 




 


3) ზეთი ხელმეორედ რომ გამოიყენოთ და გააქროთ არასასურველი გემო, გააცხელეთ ზეთში ჩაგდებული 0.5 სანტიმეტრიანი იმბირი. დიახ, იმბირის ფესვი ასე უცნაურად გამოიყურება. ის უცხო სუნსა და გემოს აუცილებლად შეიწოვს. 

 




 



4) მოხარშულ კარტოფილსა და მაკარონზე გადავლებული ცივი წყლით შეიძლება, ოთახის ყვავილები მოვრწყათ. ნივთიერებები, რომელსაც ეს წყალი შეიცავს, თქვენს მცენარეებს, გვენდეთ, მოეწონებათ.

 




 



5) თქვენს საყვავილესა თუ დოქში ყველა კუთხე-კუნჭული რომ გაასუფთაოთ, აავსეთ ისინი წყლით და ჩააგდეთ 2 აბი ალკა-ზელცერის პრეპარატი. წარმოქმნილი ბუშტები ყველაფერს თქვენს მაგივრად გააკეთებენ.

 



 



6) იმისათვის, რომ ელექტროჩაიდანს ნადები მოაშოროთ, აადუღეთ მასში ძმრიანი წყალი (პროპორციით 1:1).

 




 



7) თუ ჭიქა მეორე ჭიქაში გაიჭედა, მათი განცალკევება ძალიან ძნელია. ჩააგდეთ ჩაჭედილ ჭიქაში ყინულის ნატეხი, გარე ჭიქა მოათავსეთ თბილ წყალში. სითბოს მოქმედებით ჭიქა გაფართოვდება, ცივი ჭიქა შეიკუმშება და თქვენ შეძლებთ მათ დაცილებას.

 




 



8) ცარიელ, ჰერმეტულად დახურულ კონტეინერებში უსიამოვნო სუნი რომ არ იყოს, ჩაყარეთ მასში ცოტა მარილი.

 



 



9) ტომარაში შენახულ კარტოფილს ღეროები რომ არ გაუჩნდეს, ტომარაში ვაშლი მოათავსეთ.

 






10) არ შეინახოთ ბანანი ერთ მტევნად და არც სხვა ხილთან ერთად. დაშალეთ მტევანი და ბანანები ერთმანეთისაგან მოშორებით შეინახეთ.

ბანანი გამოჰყოფს აირს, რომელიც ხილის სწრაფ დამწიფებას იწვევს. ცალ-ცალკე ისინი უფრო დიდხანს შეინარჩუნებენ ვარგისიანობას.

 



 



11) თუ სადილი დაამლაშეთ, ჩაამატეთ რამდენიმე კარტოფილი. ის ზედმეტ მარილს შეიწოვს.

 



 

 

 

 

წყარო:   http://4.dainteresdit.ge/

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016