კონტროლიორმა მჟავანაძემ მას ბილეთი მოსთხოვა. ზაზა დავითაიამ კონტროლიორს ბილეთი წარუდგინა, რასაც მისი მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. კონტროლიორმა დავითაიას ერთი გაჩერებით ადრე ჩამოსვლა მოსთხოვა, დაუწყო გინება და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ზაზა დავითაიამ კონტროლიორს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჩამოგლიჯა და მერიის მიმართულებით გაიქცა. მჟავანაძე მას დაედევნა, ამას თვითმხილველებიც ადასტურებენ. მერიასთან გაჩერდა მოძრაობა, მჟავანაძე ჟურნალისტს გინებით მისდევდა და არც მაშინ გაჩერდა, როცა ის მერიის შენობაში შევარდა და იქ გააგრძელა დავითაიას ცემა.
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა პასუხად ხელი მოუქნია მჟავანაძეს. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის, ზაზა დავითაია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. ფაქტზე კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მჟავანაძე მერიის ყვითელი ავტობუსების კონტროლიორია. დავითაიას აქვს ეჭვი, რომ ის სად-ის ყოფილი თანამშრომელია.
ინციდენტი დაფიქსირებული უნდა ჰქონდეთ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვიდეოკამერებსაც.