reportiori.ge - კულუარული ინფორმაციები „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან - რას დაჰპირდა ვიქტორია ნულანდი პარტიის ბოსებს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:37
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
კულუარული ინფორმაციები „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან - რას დაჰპირდა ვიქტორია ნულანდი პარტიის ბოსებს?
ავტორი:
19 თებერვალი, 2015. 19:27



თბილისში სტუმრად მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი „ნაცმოძრაობის" რამდენიმე ლიდერს შეხვდა. ჩვენთვის  უცნობია, დეტალურად რაზე ესაუბრა მათ, მაგრამ „ალიასთვის" კულუარულად ცნობილი გახდა ამ შეხვედრის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. ნულანდმა ამერიკის ხელისუფლების არაოფიციალური სურვილები და რჩევები გაახმოვანა.


„ნაციონალები" აღტაცებულნი არიან ნულანდთან შეხვედრის შედეგებით. პარტიის  ოფისში არავინ მალავს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა, ფაქტობრივად, მათ „მწვანე შუქი" აუნთო თბილისში „კიევური მაიდანის" გადმოსატანად.


ნულანდს ტოპ-ლიდერთათვის უთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად არ არის პრორუსული, მაგრამ ის იმაზე მეტ შეცდომას უშვებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ამერიკას უჭირს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რადგან მისი წარმომადგენლები მათ ყველა რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ ლიბერალური რეფორმების გატარების კითხით, რასაც „ნაცმოძრაობა" უსიტყვოდ აკეთებდა. ნულანდს უთქვამს, რომ ძალიან მალე, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხელისუფლება გადადგამს მკვეთრ პრორუსულ და ანტიდასავლურ ნაბიჯებს, რაც პროდასავლურ პარტიებს საშუალებას მისცემს, თუნდაც ქუჩის აქციები დაიწყონ ხელისუფლების შესაცვლელად. ნულანდს დაუკონკრეტებია კიდეც, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და თუ ეს პროცესები დროში გაიჭიმა, მაშინ „ნაცმოძრაობას" ამერიკის დიდი მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. კონკრეტულად უთქვამს, რომ, ვიდრე რუსეთი უკრაინის პრობლემებშია ჩაფლული, ვიდრე რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია, პროდასავლურმა ძალებმა ამ პერიოდში უნდა იაქტიურონ, თორემ, თუ რუსეთმა თავი დააღწია „უკრაინულ ჭაობს", მერე მასთან პაექრობა საქართველოს გამო ძალიან გაგვიჭირდებაო. ეს უკვე პირდაპირი მინიშნებაა თბილისში „მაიდანის" მოდელის გადმოსატანად და ქვეყანაში არეულობის დასაწყებად, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. ასევე, შეჰპირებია, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, რათა „ნაცმოძრაობის" რეიტინგი გაიზარდოს დასავლეთში, და ამაზე ამერიკული პოლიტიკის გავლენიანი ფიგურები იზრუნებენ. მოკლედ, ამერიკა თავის გავლენას გამოიყენებს ევროკავშირზე და იმ ქვეყნებსაც აიძულებს „ნაციონალთა" და სააკაშვილის მხარდაჭერას, რომელთაც დღეს არც ერთის გაგონება არ სურთ. ნულანდს არ დაუმალავს, რომ ამერიკის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ზაწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და „ნაცმოძრაობის"  წევრთა პოლიტიკური დევნა შეჩერდეს. კრიმინალი „ნაციონალები" პოლიტიკურად რომ არ იდევნებიან, ეს ყველამ ჩინებულად ვიცით, ეს ნულანდმაც კარგად იცის, მათ სამართალი სდევნით, მაგრამ ამერიკელებს კვლავ სჭირდებიან „ნაციონალები" და სააკაშვილი და მათ პოლიტიკურ რეინკარნაციას ხელს ყველანაირად უწყობენ.


ნულანდს არ დაუმალავს, რომ შესანიშნავად იცის, რა დაბალი რეიტინგი აქვს „ნაცმოძრაობას", იცის, რომ ხალხი არ უჭერს მხარს ამ პარტიას და მას არ გაჰყვება. სწორედ ამიტომ, მძლავრ საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, აუცილებელია „ნაცმოძრაობისთვის" სხვა პროდასავლური პარტიების ჩაბმა და ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივი საპროტესტო მოქმედებაო. იქვე განუმარტავს, რომ ამ პროდასავლურ ძალებთან ამერიკა და ევროკავშირი აქტიურად მუშაობენ, რათა კრიტიკულ მომენტში ისინი „ნაცმოძრაობას" გვერდით დაუდგნენ. ექსპერტები საკმაო ხანია ამბობენ, რომ ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებსა" და „რესპუბლიკურ პარტიას" ამერიკა „ნაციონალთა" პარტნიორად გახდის და თანაც, ძალიან მალე. თუმცა, არა მგონია, ერთი ან მეორე პარტიის ლიდერებს დიდი დაძალება დასჭირდეთ „ნაციონალებთან" ერთად ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. ალასანიას რიტორიკა და ხელისუფლებისადმი მიდგომა არაფრით განსხვავდება „ნაციონალთა" ანალოგიური ქმედებებისგან,  არა მგონია, ალასანიას დიდი ძალდატანება დასჭირდეს, რომ სააკაშვილის პარტნიორი გახდეს. აქვე გავიხსენოთ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბათუმში გიგა  ბოკერია და ირაკლი ალასანია საიდუმლოდ შეხვდნენ ერთმანეთს. „რესპუბლიკელებს" რაც შეეხება, ახალი არ არის, რომ ისინი მყარ საბაბს ეძებენ კოალიციის დასატოვებლად და ოპოზიციაში წასასვლელად. აქვე გავითვალისწინოთ ამერიკის ხელისუფლების მხარდაჭერა, პოლიტიკური და ფინანსური სარგებელი, რასაც ეს პარტიები „ნაცმოძრაობასთან" პარტნიორობით მიიღებენ და შეგვიძლია დავასკვნათ, რონ ამერიკელთა გათვლა უტყუარია. სავარაუდოდ, „რესპუბლიკელები" სიხარულით დასთანხმდებიან ამერიკულ სცენარში ერთ-ერთი წამყვანი როლის შესრულებას, თუნდაც ეს რევოლუცია იყოს.


ნულანდს „ნაციონალები" დაუიმედებია, რომ ბოლო დროს გააქტიურებულ საქართველოს ხელისუფლებას გააჩერებს, იმ პირთა დაჭერები შეჩერდება, ვინც „ნაციონალებთან" პოლიტიკურ კავშირშია. იმას ვერ შეჰპირებია, რომ ყველა დამნაშავე „ნაცს" დაიცავს, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერებს ვერავინ რომ ვერ შეეხება, ამის გარანტია მიუცია. მეტიც, ცოტა ხანში უკვე დაჭერილი ლიდერები გამოვლენ ციხეებიდან, ამაში მალე თავად დარწმუნდებითო. „ნაციონალები" უკვე ზეიმობენ, რომ მალე ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა გამოვლენ ციხიდან. კარგი, გიგი უგულავა ჯერ მსჯავრდადებული არ არის და მისთვის ჯერ სასჯელი არ მიუსჯიათ, აი, მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას მისჯილი აქვთ კონკრეტული დანაშაულისთვის  კონკრეტული სასჯელი და მათ განთავისუფლებას ამერიკა, თან ძალიან მალე როგორ აპირებს, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. თუმცა, ამერიკელთაგან არც გასაკვირია რაიმე და არც შეუძლებელი.


„ნაციონალები" სააკაშვილის ბედით დაინტერესებულან და უკითხავთ, რამდენად რეალურია შანსი, რომ მასზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადოს, რის შემდეგაც ის უკრაინას ვეღარ დატოვებს და მისი პოლიტიკური აქტიურობა ძალიან შემცირდება. ნულანდს უპასუხია, რომ ამ თემაზე თავად სააკაშვილს ესაუბრა და სახიფათოსა და საგანგაშოს არაფერს ელის. წესით, ინტერპოლმა საქართველოს პროკურატურის ბრალდებები სააკაშვილის წინააღმდეგ არ უნდა გაიზიაროს და შესაბამისად, არც საერთაშორისო ძებნა არ უნდა გამოაცხადოს მასზეო. ეს მესიჯი „ნაცებმა" ისე აღიქვეს, რომ ამერიკა ინტერპოლზე ზეწოლას ახორციელებს და შესაბამისად, მას ძებნილად არ გამოაცხადებს. თუმცა, ნულანდის რებუსები არც არის საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ ამერიკა ინტერპოლზე ზეწოლას ახდენს. გავიხსენოთ, სენატორ ჯონ მაკკეინის ღია განცხადებები ინტერპოლის ხელმძღვანელთა მისამართით, რომ სააკაშვილი ძებნილად არ აქციონ.


„ნაციონალები" დაინტერესებულან, რა ინფორმაცია აქვს ამერიკის ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ხელახალი გამოძიბის შესახებ. ნულანდს უთქვამს, ზურაბ ჟვანიასა და უსუპოვის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოიძია, დასკვნაც დადო, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და არც პრემიერი და არც ვიცეგუბერნატორი არავის მოუკლავს, მაგრამ, თუ საქართველოს ხელისუფლება „ეფ-ბი-აი"-ს დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებს, ეს არა მარტო ამ ბიუროს, ამერიკის რეპუტაციისთვის იქნება დარტყმა და ჩვენ ამას არ დავუშვებთო. ფაქტობრივად, მყარდება ის ვერსია, რომლის შესახებაც „ალია" ცოტა ხნის წინ წერდა, რომ სააკაშვილის გადარჩენის მიზნით, ამერიკა პრემიერ ღარიბაშვილზე ზეწოლასაც ახორციელებს, რათა ჟვანიას საქმე არ გაიხსნას და სააკაშვილსა და მისი იმჟამინდელი გარემოცვის ახლო წევრებს, ბრალი არ წაუყენონ პრემიერის მკვლელობის გამო. როგორც ჩანს, ამერიკას მარტო სააკაშვილის ბედი არ აწუხებს, ამ ქვეყნის ხელისუფალთათვის დიდი დარტყმა იქნება „ეფ-ბი-აი"-ს არაკომპეტენტურ გამოძიებასა თუ სიყალბეში მხილება და ამიტომაც თავს არ ზოგავენ, რომ ეს საქმე არ გაიხსნას. არადა, „ეფ-ბი-აი"-ს დასკვნა აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაც შეცდომით ვერ აიხსნება, როცა ასეთ კომპეტენტურ, უმაღლესი დონის საგამოძიებო უწყებაზე ვლაპარაკობთ, დასკვნა, სავარაუდოდ, გაყალბებულია.


ამ კულუარულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება. ამერიკას საერთოდ არ აინტერესებს ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს აკეთებს, ამ ხალხის მიერ 2012 წელს ხელისუფლებიდან გაძევებული „ნაცმოძრაობის"  დასაბრუნებლად ქვეყნის სათავეში. მეორეც, საქართველოს ხელისუფლება მართლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, უნდა აკონტროლოს ხელისუფლებას შერჩენილი „ნაციონალები", რათა ისეთი შეცდომები არ დაუშვას, რომელიც „ნაციონალებსა" და მათ პარტნიორ ძალებს ქუჩაში გამოსვლისა და არეულობის დაწყების საბაბს მისცემს.



 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016