reportiori.ge - ნუ გადაყრით ჩაის გამოყენებულ პაკეტებს, ის ბევრ რამეში გამოგადგებათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:27
სხვადასხვა
ნუ გადაყრით ჩაის გამოყენებულ პაკეტებს, ის ბევრ რამეში გამოგადგებათ
ავტორი:
20 თებერვალი, 2015. 10:56


 

ერთხელ გამოყენებულ ჩაის პაკეტს, როგორც წესი, ნაგვის ურნის გარდა სხვა ადგილი არ აქვს. სინამდვილეში ჩაის მეორადი პაკეტები ბევრ რამეში გამოგადგებათ. ნუ გადაყრით მათ. მაცივარში შეინახეთ, რათა გაფუჭებისგან დაიცვათ და ყურადღებით წაიკითხეთ ეს რჩევები.


ოთახის მცენარეების მოსავლელად - წამოადუღეთ ძველი პაკეტები კიდევ ერთხელ და მიღებული ხსნარით მორწყეთ თქვენი ოთახის მცენარეები. ამით მათ სოკოვანი ინფექციებისგან დაიცავთ. ბაღში დარგულ მცენარეებს კი მისი შიგთავსი დაუყარეთ ძირებში, მღრღნელები აღარ მიეკარებიან.


ხალიჩის გასაწმენდად - ხალიჩის გასაწმენდად და სასიამოვნო სურნელის მისაცემად, ნესტიანი შიგთავსი ზედაპირზე მოაბნიეთ და გაშრობა აცადეთ. შემდეგ მტვერსასრუტით აწმინდეთ.


სახლში სასიამოვნო სუნისთვის - თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ, ჩაის პაკეტი ქვიშაში ჩააგდეთ, რომელიც ცხოველის ტუალეტისთვის გამოიყენება. რამდენიმე პაკეტი ნაგვის ვედროს ფსკერზე მოათავსეთ, ერთ პაკეტს კი მაცივრის თაროზე მიუჩინეთ ბინა. შეგიძლიათ ჰაერის გამწმენდიც დაამზადოთ: დააწვეთეთ ჩაის ნახმარ და გამშრალ პაკეტზე თქვენი საყვარელი არომატის მქონე ეთერზეთი და საუკეთესო გამწმენდს მიიღებთ როგორც სახლისთვის, ასევე ოფისისა თუ ავტომობილის სალონისთვის. ვინაიდან პაკეტების უმრავლესობა ძაფზეა დამაგრებული, მათი ჩამოკიდებაც არ იქნება პრობლემა. ეს პაკეტები უსიამოვნო სუნს შთანთქავს და სასიამოვნო არომატს აყენებს.


აფრთხობს თაგვებს - თაგვებს ჩაის სურნელი არ მოსწონთ. ამიტომ გამოყენებული ჩაის პაკეტები საკუჭნაოში, სარდაფში ან იმ ადგილებში დაყარეთ, სადაც თაგვების შემოღწევის ალბათობაა. ხოლო თუ პაკეტებს პიტნის ნაყენით "გაამდიდრებთ", მაშინ თქვენს სახლს ჭიანჭველები და ობობებიც მოერიდებიან.


ხელებიდან საჭმლის სუნის მოსაცილებლად - სადილის დამზადების შემდეგ ხელებზე პროდუქტების სუნი რჩება - ნივრის, ხახვის ან თევზის. ხელები ჩაის პაკეტით გაიწმინდეთ და შემდეგ დაიბანეთ. სუნი გაქრება.


არბილებს ტერფის კანს - ჩაყარეთ ჩაის პაკეტები ცხელ წყალში და შემდეგ ფეხების აბაზანა მიიღეთ. არბილებს კანს, კოჟრებს და ქუსლებს.


არბილებს თმას - მოადუღეთ სუსტი ჩაი და დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ.


ფანჯრის გამწმენდი სითხე - დაასხით პაკეტებს მდუღარე წყალი. მიღებული სითხე შესანიშნავად გაწმენდს ფანჯრებს, სარკეებს და ნებისმიერ მინის ზედაპირს. ხსნარით დამუშავების შემდეგ ზედაპირს სუფთა ჩვარი გადაუსვით და გააპრიალეთ.



წყარო - mshoblebi.ge


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016