კახეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ პერფორმანსი მოაწყო - ხელებზე ბორკილები დაიდო და პროკურორის პროცესზე გამოუცხადებლობა გააპროტესტა.
საქმის პროკურორი გიორგი ლილუაშვილი სასამართლოზე უკვე მერვედ არ გამოცხადდა, რის მიზეზადაც ამჯერად მოსამართლემ მისი ტრენინგზე წასვლა დაასახელა.
გიორგი სიბაშვილი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. იგი მთავარ პროკურატურას მიმართავს და პროკურორის შეცვლას ითხოვს.
„იმ მტკიცებულებებით, რაც საქმეში დევს, ვერ ვიქნები პატიმარი, რომ ბორკილები დამადონ. ბორკილები, რომელიც ხელში მიჭირავს, მხოლოდ მე შემიძლია დავიდო. პროკურატურა ცინიზმით და უკანონობით ცდილობს, მართლმსაჯულება ჩიხში შეიყვანოს", - აცხადებს სიბაშვილი.
დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში 43-ე სხდომა უნდა გამართულიყო. ის 2 მარტისთვის გადაიდო. ბრალდება გიორგი სიბაშვილს 5 ეპიზოდში ედავება.