reportiori.ge - გიორგი თევზაძე გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე მონიტორინგის დაწესებას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:27
სამართალი
გიორგი თევზაძე გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე მონიტორინგის დაწესებას ითხოვს
09 ოქტომბერი, 2013. 16:26

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში გარდაცვლილი არასრულწლოვანის - 16 წლის გოგა ძველაიას გარდაცვალების ფაქტზე ობიექტურ გამოძიებას საზოგადოებრივი მონიტორინგის პირობებში ითხოვს.

„პირველ რიგში გვსურს მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატიმარმა საკანში თავი მოიკლა, ამავე ინფორმაციის მიხედვით, წარსულში ნასამართლევი 16 წლის გოგა ძველაია 28 აგვისტოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა მას ამჯერად ქურდობისთვის გირაო ჰქონდა შეფარდებული. თანხის გადახდისთანავე, ის საპატიმროს დატოვებდა. ეს სამწუხარო ფაქტი არ შეიძლება დარჩეს სრულყოფილად ჩატარებული გამოძიების გარეშე, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, რაც შედის საზოგადოებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყების ინტერესებში. მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს სრულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და კანონით დადეგნილ ფარგლებში მოხდეს ინფორმაციის განასჯაროება. ასევე გამოვხატავთ მზადყოფნას განვახორციელოთ ამ პროცესის საზოგადოებრივი მონიტორინგი. ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი უწყებები ხელს შეუწყობენ ამ პროცესზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას", - ნათქვამია უფლებადამცველ გიორგი თევზაძის განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016