ქიშმიშის, შავი ქლიავის, ფინიკის, გარგარსა და ლეღვის ჩირი - ეს ხმელი ხილი საუკეთესო საშუალებაა ავადმყოფობის წინააღმდეგ.
1. ლეღვის ჩირი - ითვლება კიბოს საწინააღმდეგო საშუალებად. ონკოდაავადებების საპროფილაქტიკოდ ლეღვის ჩირის სისტემატური მიღებაა საჭირო. ასევე ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
2. შავი ქლიავი - ეს არომატული ჩირი შესანიშნავი საშუალებაა ყაბზობის დროს, არეგულირებს კუჭნაწლავის მოქმედებას და შეიცავს არაერთ სასარგებლო ფერმენტს. შავი ქლიავი ძალიან უხდება ღვეზელებს და ხორცს. ამიტომ ბევრი მიზეზი არსებობს, რომ მუდამ იყოს სუფრაზე. ჩირი ტკბილეულის შესანიშნავი შემცვლელია.
3. გარგრის ჩირი - მდიდარია კალიუმით, რითაც გულსისხლძარღვთა სნეულებებისთვის შეუცვლელი საშუალებაა. შესანიშნავი პროფილაქტიკაა გულისა და ნერვების დაავადებებისთვის. ეფექტურია გულძმარვის დროს. ამიტომ ფეხმძიმეებს ბოლო ტრიმესტრში ხშირად უნიშნავენ გარგრის ჩირს.
4. ქიშმიში - სასარგებლოა ნევროზებისა და თავის ტკივილის წინააღმდეგ. ქიშმიშიც დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს, რითაც გულის მუშაობას უწყობს ხელს. განსაკუთრებული ნივთიერების წყალობით ძალიან სასარგებლოა კბილებისთვის და ერთადერთია ჩირებიდან, რომელიც კარიესის პროვოცირებას ხელს არ უწყობს.
5.ფინიკი - ძალიან კარგია თავის ტკივილისა და გაციების დროს. ზამთარში ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ბავშვისთვის. ფინიკს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ხსნის მტკივნეულ შეგრძნებებს, ამაღლებს სეროტონინს და შრომისუნარიანობას.
წყარო - mshoblebi.ge
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)