reportiori.ge - ათი პროდუქტი, რომელიც სარძევე ჯირკვლის კიბოსგან დაგიცავთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:33
სხვადასხვა
ათი პროდუქტი, რომელიც სარძევე ჯირკვლის კიბოსგან დაგიცავთ
ავტორი:
21 თებერვალი, 2015. 16:39



სტატისტიკის თანახმად, მკერდის კიბო ქალების სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მთელ მსოფლიოში. მისგან თავის დაცვის და მკურნალობის მეთოდები კი პრაქტიკულად, არ არსებობს.



დამტკიცებულია, რომ „სწორად" შერჩეული პროდუქტები და ფიზიკური ვარჯიში კიბოს უჯრედების განვითარების რისკებს ამცირებს. მედიკოსების აზრით, ქალებს, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს ხშირად მიირთმევენ, მკერდის სიმსივნე არ ემუქრებათ.



1. სტაფილო - ბეტა-კაროტინი, რომელსაც ეს ბოსტნეული შეიცავს, კობოს წინააღმდეგ ერთ-ერთ იარაღად არის მიჩნეული. კვლევები ადასტურებს, რომ ქალებს, რომლებიც კვირაში 3-ჯერ მაინც იყენებენ სტაფილოს, დაავადების რისკი 17%-ით უმცირდებათ.


რჩევა: კვირაში სამჯერ მინიმუმ 200 გრ. უმი სტაფილო მიირთვით. ბეტა-კაროტინის შემცველი სხვა პროდუქტები: გოგრა, ყაბაყი, ბატატი (ტკბილი კარტოფილი).


2. ბროკოლი - მას კიბოსა და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ბროკოლში შემავალ სულფორაფანს კიბოს ახალი უჯრედების წარმოქმნის შემაფერხებელი უნარიც აქვს.


რჩევა: კვირაში ორჯერ გამოიყენეთ 200 გრ ბროკოლი, თუმცა სხვა ჯიშის კომბოსტოც მდიდარია სულფორაფანით.


3. ჩვეულებრივი თეთრთავა კომბოსტო - აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც კვირაში ორჯერ და მეტად მოიხმარდნენ თეთრთავა კომბოსტოს, კიბოს განვითარების რისკი 72%-ით შეუმცირდათ. კომბოსტო ფერმენტ ტიროზინსა და გლუკოზინოლატს შეიცავს, რომლებსაც კიბის შეჩერება შეუძლიათ.


რჩევა: არ დაგავიწყდეთ კვირაში 3-ჯერ 200 გრ. კომბოსტოს მიღება.


4. ტომატპასტა - ის ლიკოპინს შეიცავს - საუკეთესო ანტიოქსიდანტს, რომელსაც ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალები გამოაქვს.


რჩევა: ტომატი კვირაში სამჯერ მაინც უნდა გამოიყენოთ.


5. ნიორი - არატრადიციულ მედიცინაში ის უდავო ფავორიტია. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც კიბოს უჯრედების წარმოქმნას უშლის ხელს.


რჩევა: არ დაიზაროთ და კვირაში 2-ჯერ ნახევარი კბილი ნიორი მაინც მიირთვით.


6. ნიგოზი - ის ომეგა-3-ს, იგივე ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომლებიც გულის მუშაობას არეგულირებენ. მათ ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების შეჩერება შეუძლიათ.


რჩევა: კვირაში 3-ჯერ 30 გრამი ნიგოზი შეჭამეთ.


7. ქამა სოკო - დამტკიცებულია, რომ მას სიმსივნის ზომის შემცირება შეუძლია. ქამა სოკოში შემავალი ნივთიერებები თრგუნავენ ესტროგენს, რომელიც სიმსივნის ზრდის ერთ-ერთი სტიმულატორია.


რჩევა: დაამატეთ საკვებს 200 გრ. ქამა სოკო კვირაში ორჯერ მაინც.


8. შავი მოცხარი - აუმჯობესებს იმუნიტეტს და გამოდევნის თავისუფალ რადიკალებს.


რჩევა: 200 გრ მოცხარი კვირაში 3-ჯერ.


9. ატამი - შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც კიბოს უჯრედებს თრგუნავენ.


რჩევა: საჭიროა მისი მიღება კვირაში 2-ჯერ. იგივე თვისებები აქვს შავ ქლიავს.


10. ორაგული - ომეგა-3-ის მდიდარი წყაროა. ხელს უშლის უჯრედულ დონეზე ფუნქციების დარღვევას.


რჩევა: ეცადეთ, კვირაში სამჯერ 100 გრ. ორაგულის ხორცი მიიღოთ.



წყარო - mshoblebi.ge



(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016