რეგიონები
გუდაური - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
22 თებერვალი, 2015. 12:07
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთში (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57