reportiori.ge - ილია მეორე: დღეს ადამიანი მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 09:35
რელიგია
ილია მეორე: დღეს ადამიანი მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობს
ავტორი:
22 თებერვალი, 2015. 21:18



დღეს ადამიანი ფიქრობს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია“, - ბრძანა დღევანდელ საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 

 

პატრიარქის თქმით, წარსულში კაცობრიობა ასე დაცემული არ ყოფილა; დღეს ადამიანი ორიენტირებულია მხოლოდ ურწმუნოებაზე, ამპარტავნებასა და განკითხვაზე.

 

 

ადამიანი თვითონ ირჩევს სასუფეველს და თვითონ ირჩევს ჯოჯოხეთს. ის თვითონ დგება მაცხოვრის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ბოროტი, ურწმუნო ადამიანი, სასუფეველში ვერ გაძლებს, ეს იქნება მისთვის ტანჯვა, რადგან ის ბოროტებით არის შეპყრობილი. ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ცოდვებზე, ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ სხვების ცოდვები და არა საკუთარი. ეს ამდაბლებს ადამიანს და ამძიმებს.

 

 

ადამიანმა სწორად უნდა შეაფასოს ის ვითარება, რომელიც ჩვენს წინაშეა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი წარსულით, წარსული საჭიროა, მაგრამ დღევანდელი დღის და მომავლის არდანახვა საშიშია. წარსულის მაგალითმა მომავალში უნდა გვიჩვენოს, რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეთოთ. რა არის თეთრი და რა არის კარგი", - განაცხადა პატრიარქმა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016