ქართველი მსახიობები და ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალისთვის ემზადებიან. ცერემონიალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაცემა „იმედის კვირასთან“ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. ზაზა ურუშაძის განცხადებით ის ფაქტი, რომ ქართულ-ესტონური ნამუშევარი უკვე „ოსაკრის“ ერთ-ერთ ნომინაციაშია წარდგენილი, მიღწევაა.
„ადამიანი ეტყობა ყველაფერს ეჩვევა. კი, ბევრ ფესტივალზე ვიყავით, მაგრამ ეს „ოსკარი“ იყო ჩემთვის სადღაც შორს და უცბათ აღმოჩნდა, რომ აქ ვართ და პრინციპში ამას შევეგუეთ. თითქოს ჩვეულებრივად არის ყველაფერი, თითქოს არაფერი ისეთი არ ხდება.
თვითონ ფაქტი, რომ ფილმი ამ ხუთეულში მოხვდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის როგორც კინოცენტრის, ასევე ესტონეთის დამსახურებაც.“- განაცხადა რეჟისორმა.