reportiori.ge - რამდენად ასახავს სამომხმარებლო კალათა რეალურ სურათს - 159 ლარი საკმარისი იქნება, თუ მოსახლეობას მხოლოდ პურსა და ჩაიზე გადავიყვანთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რამდენად ასახავს სამომხმარებლო კალათა რეალურ სურათს - 159 ლარი საკმარისი იქნება, თუ მოსახლეობას მხოლოდ პურსა და ჩაიზე გადავიყვანთ
ავტორი:
23 თებერვალი, 2015. 12:25


 

სტატისტიკის სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. ისევე, როგორც გასულ წელს, 2015 წლის სამომხმარებლო კალათა კვლავ 295 დასახელების საქონლისა და მომსახურებისგან შედგება, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, შეცვლილია პროდუქციის მოცულობა.

 

სამომხმარებლო კალათა ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯებს ასახავს. საშუალო-სტატისტიკური ქართველი ყველაზე მეტს სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების შესაძენად ხარჯავს - 30,74%-ს საერთო ხარჯებიდან, ყველაზე იშვიათად კი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ყიდულობს (2,86%). 
სასმელ-საკვების შემდეგ, სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტზე მოდის - 11,80%, შემდეგ ჯანმრთელობის დაცვაზე - 9,46%, საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობზე - 8,48% და სხვ. სასურსათო დანახარჯების მაღალი წილის გამო, საქართველო კვლავ სიღარიბის ზღვარზე მყოფი ქვეყნების რიგში დგას. რამდენად ასახავს სტატისტიკოსების მიერ შედგენილი სამომხმარებლო კალათა რეალურ სურათს, ეკონომისტების განსასჯელია, ერთ რამეზე კი ყველა თანხმდება - 159-ლარიანი საარსებო მინიმუმი მომხმარებლის საჭიროებებს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს.



სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში„ბოლო წლების პრაქტიკა ადასტურებს, რომ იცვლება სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა - გვქონია როგორც 311, ისე 265 დასახელების პროდუქტი და მომსახურებაც. ეს კონკრეტულ პერიოდსა და სამომხმარებლო ბაზარზეა დამოკიდებული. დღეს არსებული 295 დასახელება სავსებით ლეგიტიმურია და საკმარისი. სხვა საკითხია ე.წ. წონა - რა წონას ვაკუთვნებთ თითოეულ დასახელებას. კითხვებს ბადებს, რამდენად არგუმენტირებულად არის მათ შორის პროპორციები გადანაწილებული. მაგალითად, გამოდის, რომ ჩვენი მოსახლეობა სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავს თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. ასეთ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოება სრულიად ასოციალური და მარგინალური ჯგუფებისგან უნდა შედგებოდეს. ამას კი ნამდვილად ვერ იტყვი ამდენი მაღაზიის, ბუტიკისა და ბაზრობის ფონზე. მიმაჩნია, რომ სამომხმარებლო კალათა უნდა გადაიხედოს. ხარჯების სიდიდე და სტრუქტურა დამოკიდებულია ორ რამეზე: შემოსავლებისა და ფასების დონეებზე ქვეყანაში. სახელმწიფოებში, სადაც მაღალია მოსახლეობის შემოსავალი, სასურსათო ხარჯების წილი შედარებით დაბალია. ჩვენთან კი იყო დრო, როცა სურსათზე მთელი შემოსავლების 2/3-ს ვხარჯავდით. შემდეგ ეს მაჩვენებელი 60%-მდე შემცირდა, 57%-იც იყო, 45%-იც, ახლა კი 30%-ზე ცოტა მეტია. მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში სურსათზე დანახარჯი გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, ევროკავშირში, ხარჯების მთლიან მოცულობაში, სურსათის ხარჯები მხოლოდ 12%-ია. კიდევ უფრო ნაკლებია ეს მონაცემი აშშ-ში (8,1%) და შესაბამისად, ევროპელებს და ამერიკელებს მეტი თანხა რჩებათ სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რაც უფრო იზრდება ოჯახის შემოსავალი, მით უფრო უმცირდება ხარჯებში სურსათის წილი. მაგალითად, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მდიდარი ნაწილი, საშუალოდ, საერთო შემოსავლებიდან სურსათზე 17%-ს ხარჯავს, ხოლო ყველაზე დაბალშემოსავლიანები კი - თითქმის ნახევარს. 



159 ლარით ამ სამომხმარებლო კალათის შევსება გაჭირდება, მაგრამ, თუ მოსახლეობას გადავიყვანთ მხოლოდ პურზე, შაქარსა და ჩაიზე, რა თქმა უნდა, 159 ლარიც საკმარისი იქნება. 



ფაქტია, რომ ჩვენი საარსებო მინიმუმი ვერ ასახავს რეალურ საჭიროებებს და არც სამომხმარებლო კალათის შესავსებად გვეყოფა. აუცილებლად უნდა გადაისინჯოს საარსებო მინიმუმი, მაგრამ ბოლო დროს ამ საკითხმა ხელისუფლებაში რატომღაც აქტუალობა დაკარგა".



 

ემა ტუხიაშვილი

გაზეთი „კვირის პალიტრა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016