შვიდი წლის წინ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკვებული კახა ბაგაური საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. პატიმარი „ქრონიკას" სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაუკავშირდა. მისი მტკიცებით, ის უკანონო პატიმარია და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ბაგაური აცხადებს, რომ წამების ფაქტებს მის მიმართ წინა ხელისუფლების დროს სისტემატიური ხასიათი ქონდა, თუმცა ცემის ფაქტები ახალაც გრძელდება.
„ჯანმრთელობა აღარ მაქვს, მომაჭრეს ყურები, ჩაკეტილი ვიყავი 2 წელი კარცერში, 7 თვე კი ციხის აბანოში ვიყავი დამწყვდეული."- აცხადებს კახა ბაგაური.
პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მისი ოჯახიც საუბრობს. მათი თქმით, პატიმარი გადაუდებელ სამედიცინო მკურნალობას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიცოცხელს საფრთხე ემუქრება.
„ადამიანად აღარ ვარგა, არის ნაწამები, დასახიჩრებული და დამტვრეული."-აცხადებს კახა ბაგაურის მეუღლე მაკა ბაგაური.
პატიმარ ბაუგაურზე და მასთან ერთად რამდნეიმე პატიმარზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტები პროკურატურამ უკვე გამოიძია. ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, პატიმარი დაზარალებულად სცნეს. ციხის ადმინისტრაციის ორი თანმშრომელი კი პასუხისგებაშია მიცემული. რაც შეეხება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, მას მხოლოდ ექოსკოპია ესაჭირეობა და ექიმთან ვიზიტიც ჩანიშნულია.
შეგახსენებთ, კახა ბაგაური 2006 წელს დააკვეს. მას ბრალად რუსეთის სპეცსამსახურთან თანმშორმლობა და დიმიტრი სანაკოევის ლიკვიდაციის ორგანიზება წაუყენე. 7 წლის წინ აღიარებულ ჩვენებას ის ახლა ზეწოლის შედეგად მიღებულს უწოდებს.
პატიმრის ოჯახის წევრები დამხარებას ხელისუფლებას სთხოვენ, მათი თქმით, კახა ბაგაური უდანაშაულოა და საქმეს რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს ხელახლა უნდა გადაიხეოს.