reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილს მოსახსნელი მინისტრების სია აქვს გამზადებული! - ვის არ შეეხება საფრთხე და რას ამბობს ამაზე ბიძინა ივანიშვილი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირაკლი ღარიბაშვილს მოსახსნელი მინისტრების სია აქვს გამზადებული! - ვის არ შეეხება საფრთხე და რას ამბობს ამაზე ბიძინა ივანიშვილი?
ავტორი:
23 თებერვალი, 2015. 13:58


„ქართული ოცნების" კულუარებში უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე მინისტრს მოხსნის. ცხადია, ეს ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მოხდება. „ქრონიკას" აცნობეს, რომ ორი მინისტრი მოსახსნელად გამზადებულია - ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და უკვე ყბადაღებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი. მათ მოხსნაზე ივანიშვილი თანახმაა. ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების - ოთარ დანელიასა და ელგუჯა ხოკრიშვილის გადაყენების საკითხი, ივანიშვილს ჯერ მათ წასვლაზე დასტური არ მიუცია, თუმცა, ეს თემა განხილვის საგანია. ცხადია, ეს ლარის კურსის ვარდნასთან და ზოგადად, ქვეყნის არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობასთან უშუალო კავშირშია. ლოგიკურად, თუ ქვეყნის ეკონომიკა ცუდ დღეშია, პასუხი ეკონომიკის მინისტრსაც უნდა მოეთხოვოს და ერთ-ერთი პირველი ის უნდა გადადგეს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამის მოსურნენიც არიან, მაგრამ იციან, რომ, ჯერ ერთი, გიორგი კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილი არ მოახსნევინებს ღარიბაშვილს და ახლავე მოგახსენებთ, რატომ. ეკონომიკის სამინისტრომ, სწორედ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, ძალიან დიდი სამუშაო გასწია. აღნუსხა თითქმის მთელი ის ქონება, რაც თავის  დროზე „ნაციონალებმა" უკანონოდ შეისყიდეს სახელმწიფოსგან, კანონდარღვევის ფაქტები, შესაბამისი მასალები კი პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციას გადაუგზავნა. სწორედ ეკონომიკის სამინისტროში მოუყარეს თავი „ნაციონალებმა" თითქმის მთელ სახელმწიფო ქონებას და მერე ნელ-ნელა დაიწყეს მისი ნულოვანი აუქციონებითა თუ ჩალის ფასად ყიდვა. ეს პროცესი მინისტრს ჯერ დასასრულებელი აქვს და როცა დამთავრდება, „ნაციონალებს" მოუწევთ უკანონოდ შეყიდული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნება. შეიძლება ითქვას, სამართლიანობის აღდგენის პროცესს რომ ვეძახით, სწორედ ამ კუთხით აქტიურად მუშაობდა კვირიკაშვილი. „ნაციონალები" განსაკუთრებით იმიტომ ემტერებიან მას. რატომღაც, ახლა, როცა ლარი კატასტროფულად ეცემა, „ნაციონალები" ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გადადგომას აღარ ითხოვენ, არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისას, რომელიც მათიანია. აქტიურად და კატეგორიულად მოითხოვენ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას და ამის მიზეზი კი ის არის, რომ სახელმწიფოსგან უკანონოდ მითვისებულ ქონებას „ნაცებს" მალე დააბრუნებინებენ და ამის ერთ-ერთი თავისმომბმელი ეკონომიკის მინისტრია. ახლა ისიც გავიხსენოთ, რომ სახელმწიფო ქონების უკანონო პრივატიზების გამო, არაერთ „ნაციონალს" სისხლის სამართლის წესით პაუხისგებ, ან ბიუჯეტში სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევს და ამიტომაც არიან კვირიკაშვილზე გადამტერებულები. მოკლედ, ათასობით ადამიანი, თუ ათეულ ათასობით არა, უზარმაზარ ქონებასაც ჰკარგავს და თავისუფლებასაც და ცხადია, ამას მშვიდად არ შეხვდებიან „ნაცები", ყველაფერს იღონებენ ამ პროცესის შესაჩერებლად. „ქრონიკას" ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებულმა ადამიანებმა განუცხადეს, რომ ექს-პრემიერი „ნაციონალთა" გააქტიურებას სწორედ ამ პროცესებს უკავშირებს - სახელმწიფოსგან უკანონოდ მითვისებული და ხალხისთვის წართმეული ქონების ძალიან მალე დაბრუნებას.



 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016