reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: მთავრობის ინიციატივა სავალუტო ფონდიდან ტრანშის მიღებაზე, ერთჯერადი აქციაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:51
ეკონომიკა
დემურ გიორხელიძე: მთავრობის ინიციატივა სავალუტო ფონდიდან ტრანშის მიღებაზე, ერთჯერადი აქციაა
ავტორი:
23 თებერვალი, 2015. 15:06




ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ლარის კურსის ვარდნასა და მთავრობის ინიციატივებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტა ამ მდგომარეობამდე ქართულ ეკონომიკაში ფუნდამენტური პრობლემების არსებობამ მიიყვანა. ამის შესახებ გიორხელიძე „კვირის პალიტრას" ესაუბრა.



„ეროვნული ვალუტა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა იმან, რომ ქართულ ეკონომიკაში ფუნდამენტური პრობლემებია. ფაქტობრივად, ვერაფერს ვაწამოებთ - ჩვენი წარმოება თხილისა და ღვინის დონეზეა დაშვებული; ექსპორტში დომინირებს მანქანების ექსპორტი, ანუ მანქანების შემოტანა და მერე გატანა, რაც ექსპორტის თითქმის 20%-ს შეადგენს. ეს ყველაფერი მიუთითებს, თუ რა კატასტროფულ მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა. 21-ე საუკუნეში, როცა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრობამ თუ ევროკავშორთან ასოცირების ხელშეკრულებამ გაგვისხნა გზები, ვხედავთ, რომ ქვეყანას მოცულობით ბაზარზე გასატანი არაფერი აქვს. სახელმწიფო, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ იმპორტს, ბუნებრივად დგას ეროვნული ვალუტის გაუფასურების საფრთხის წინაშე.

 

 

მთავრობის ინიციატივა, რომ სავალუტო ფონდიდან მივიღებთ ტრანშს და ამით შევამცირებთ ლარზე დაწოლას, ჩემი აზრით, ერთჯერადი აქციაა. როგორც კი ამოიწურება ტრანში, პრობლემა გამწვავდება", - განაცხადა გიორხელიძემ.

 

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016