reportiori.ge - ვინ გადაუწვა სახლი იური ვაზაგაშვილის საქმის მთავარ მოწმეს და რა შეუთვალეს ვაჟა გიგოლაშვილს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:20
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვინ გადაუწვა სახლი იური ვაზაგაშვილის საქმის მთავარ მოწმეს და რა შეუთვალეს ვაჟა გიგოლაშვილს?
ავტორი:
23 თებერვალი, 2015. 15:26


„ქრონიკას" იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურასთან დაახლოებულმა და სხვა წყაროებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოაწოდეს. ჩვენ მათ უტყუარობაზე თავს ვერ დავდებთ, რადგან ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. გია სოსანაშვილი რომ შემსრულებელია და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთები სულ სხვა პიროვნებები არიან, ეს სადავო არც არის და მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ ამის შესახებ მინიშნებაც გააკეთა. თუმცა, შესაძლოა, სოსანაშვილი ერთადერთი შემსრულებელი არ აღმოჩნდეს. წყარო აცხადებს, რომ ამ საქმეში სოსანაშვილს კიდევ ერთი პიროვნება ეხმარებოდა, ისიც ძალოვანი და კასპის მკვიდრია. სავარაუდოდ, ისიც სოფელ ყარაფილაში ცხოვრობს და მას მალე დაიჭერენ. ამავე წყაროს ინფორმაციით, პროკურატურას აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად სად დაიგეგმა მკვლელობა. მისი თქმით, მკვლელობა „სამართალდამცავთა ლიგის" ოფისში დაიგეგმა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ირაკლი ფირცხალავაა და ამ პროცესში, „სამართალდამცავთა ლიგის" სხვა დამფუძნებლები და წევრებიც მონაწილეობდნენ, თუმცა, კონკრეტულად ვინ, ამის დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. ჩემი ერთ-ერთი წყარო იმასაც აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავამ კარგად იცის, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები აქვს, ამიტომ „ნაციონალთა" პოლიტიკური ლიდერებისთვის შეუთვლია, აქედან დროზე გაგვიყვანეთ მე და ჩემი მეგობრები, თორემ იმდენი რამ ვიცით თქვენი ბინძური საქმიანობის შესახებ, გამოძიებასთან თუ დავიწყეთ თანამშრომლობა, მთელ „ნაცმოძრაობას" გვერდზე მოგისვამთ, პირველ რიგში, გივი თარგამაძეს, ხოლო ვანო მერაბიშვილი, საერთოდ ვერ დააღწევს ციხიდან თავს, სამუდამო პატიმრობას „ავკიდებთო".


„ლიმონკის" ფალიის სახელურზე გია სოსანაშვილის დნმ-ის კვალი გამოძიების ყველაზე უტყუარი მტკიცებულებაა, მაგრამ არა ერთადერთი. აქ არ ჩამოვთვლი იმ ფაქტებს, რაც გამოძიებას გია სოსანაშვილის წინააღმდეგ აქვს და რომელთა შესახებაც „ქრონიკა" წერდა. მხოლოდ ერთ სიახლეს მოგახსენებთ, რომელიც „ქრონიკას" აცნობეს - ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფეხსაცმლის კვალი ემთხვევა გია სოსანაშვილის სახლის ჩხრეკის დროს აღმოჩენილი ერთ-ერთი ფეხსაცმლის კვალს. თუ ასეა, გამოდის, რომ სოსანაშვილმა ბომბი დაამონტაჟა სასაფლაოზე, მერე სახლში მივიდა და ფეხსაცმელები გამოიცვალა კვალის დაფარვის მიზნით. აქ ჩნდება კითხვა - გამოცდილმა დეტექტივმა, რატომ არ მოიცილა ის ფეხსაცმელი და საერთოდ, ტანსაცმელიც, რომლითაც სასაფლაოზე იმყოფებოდა? ამ კითხვას პასუხს ვერ სცემს ის ფაქტი, რომ იმ დღეს, როცა მას სასაფლაოზე ყოფნასა და ასაფეთქებლის დამონტაჟებას აბრალებენ, ნასვამი იყო და ყურადღება ჰქონდა მოდუნებული. მეორე დღეს ხომ გამოფხიზლდა და ეს ყურადღება მოიკრიბა? რატომ არ მოიშორა ფეხსაცმელი და ტანსაცმელი? ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი...



21 თებერვალს, სოფელ ყარაფილის მკვიდრს, ვაჟა გიგოლაშვილს სახლი გადაეწვა. ჯერ დაუდგენელია მიზეზი, რამ გამოიწვია ხანძარი. თუმცა, ვრცელდება ვერსია, რომ ვაჟა გიგოლაშვილს სახლი იმ ადამიანებმა გადაუწვეს, ვინც დაინტერესებულია, რომ გია სოსანაშვილს ბრალი მოეხსნას, რადგან მან იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთები არ დაასახელოს. ვაჟა გიგოლაშვილი კი გამოძიების ერთ-ერთ მოწმეა. მან, სავარაუდოდ, გია სოსანაშვილი ან ყარაფილის სასაფლაოსკენ მიმავალი დაინახა, ან უშუალოდ ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან - ამას ჩვენი წყარო აცხადებს. მოკლედ, სავარაუდოდ, გიგოლაშვილი სახლის გადაწვით მკვლელობის შემკვეთებმა გააფრთხილეს, რომ მან გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სასამართლოზე შეცვალოს, არადა, უარესს დამართებენ.


წყარო აცხადებს, რომ სხვადასხვა სახის ზეწოლა, მათ შორის მუქარა სხვა მოწმეებზეც ხორციელდება და გამოძიება ამ ყველაფრის საქმის კურსშია...

 

 

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016