reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: სცენა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ოთახში მოაწყო, ზურაბ ჟვანიას ჰომოსექსუალად გამოცხადებას ემსახურებოდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:42
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: სცენა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ოთახში მოაწყო, ზურაბ ჟვანიას ჰომოსექსუალად გამოცხადებას ემსახურებოდა!
ავტორი:
23 თებერვალი, 2015. 19:09



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ როგორც სააკაშვილი იყო საქართველოსთვის უბედურება, ისევეა უკრაინისთვის პოროშენკო! მჟავანაძის განცხადებით, სააკაშვილისა და პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს როგორც ქართველები, ისე უკრაინელები სამარცხვინოდ დააჩოქეს!


- ბატონო ნიკოლოზ, მთელი ნაცისტური ხროვა, სააკაშვილის სამგლეთი, სულ უკრაინაში დაასაქმეს - ზოგი გენერალური პროკურორის მოადგილეა, ზოგი - ჯანდაცვის მინისტრი, ზოგი - პოროშენკოს უშტატო მრჩეველი, ზოგი - იუსტიციის მინისტრის მოადგილე... რა ხდება?


- რასაც უკრაინის ხელისუფლება სჩადის, ეს არის საქართველოს მტრობა! ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს ხმა მისცა სააკაშვილისა და მისი დამნაშავე ხროვის გასამართლებას და ამ დროს ჩვენი „მეგობარი" უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო ასე იქცევა! ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. საინტერესოა, ჩვენთან იანუკოვიჩი და აზაროვი რომ დაენიშნათ  პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, რა რეაქცია ექნებოდა უკრაინელ ხალხს? პოროშენკო დაასრულებს ზუსტად, ისე როგორც დაასრულა მიხეილ სააკაშვილმა! პოროშენკოს უკრაინელი ხალხი მიჰყავს უფსკრულისკენ და შორს არ არის ის დრო, როცა მას უმკაცრეს განაჩენს გამოუტანენ! პოროშენკომ უკრაინელი ჯარისკაცები დააჩოქა... ჩემთვის ძალიან ძნელი სანახავია ის კადრები, როცა ასეულობით უკრაინელი მეომარი დაჩოქილი დგას რუსი ჯარისკაცების წინაშე. 25 ათასი კაცი დაკარგა უკრაინამ ამ ექვსი თვის განმავლობაში. პოროშენკოს უგუნური პოლიტიკის გამო მოხდა დებალცევოს ტრაგედია, რადგან მინსკის მოლაპარაკების დროს მან არ აღიარა, რომ დებალცევოში უკრაინელი ჯარისკაცები ალყაში იყვნენ მოქცეულნი. პოროშენკომ დებალცევოდან გამოქცეული ჯარისკაცები, რომლებმაც ბრძოლის ველი მიატოვეს, დააჯილდოვა და ამ დროს დებალცევოში ახლაც იხოცებიან საცოდავი უკრაინელები. სხვათა შორის, უკრაინაში დიდი უკმაყოფილებაა და ქვეყანაში იქმნება ალტერნატიული გენშტაბი. პოროშენკო არის სააკაშვილი-2! როგორც კურდღელი სააკაშვილი წააქეზეს და ომი დააწყებინეს, ისე გააკეთებინეს პოროშენკოსაც.


დასავლეთის უგუნური პოლიტიკის გამო, როგორც ქართველმა ხალხმა, ისე უკრაინელებმა იწვნიეს დიდი უბედურება და საბოლოოდ დამტკიცდა, რომ რუსეთის პირისპირ ამერიკა და ევროპა არის უუნარო, არაფრისმაქნისი, რომლებსაც პუტინმა ყველა საერთაშორისო შეთანხმება და ხელშეკრულება თავზე გადაახია. გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატები დონეცკში ჩავიდნენ, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი გაიძახის, უნდა ვაღიაროთ, რომ ყირიმი რუსეთისააო! ანუ რა ხდება?! მოაწყვეს უკრაინაში გადატრიალება, წააქეზეს უკრაინა, რომელსაც დააკარგვინეს ყირიმი, დააკარგვინეს დონბასი და ახლა გაიძახიან, ევროკავშირის მისია უნდა შევიდეს კონფლიქტურ ზონაშიო! ე.ი. კონფლიქტს ყინავენ... აი, ეს არის იმის შედეგი, როცა დასავლეთის ყურმოჭრილი მონა ხარ. როგორც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დააჩოქეს ცხინვალში ქართველები, ისე დააჩოქეს ახლა უკრაინელები. პოროშენკო და სააკაშვილი საკუთარი ხალხის დამჩოქებელი პრეზიდენტები არიან!

 

- ბატონო ნიკოლოზ, ზურაბ ჟვანიას საქმეში აშკარად რაღაც  გარდამტეხი და გადამწყვეტი ხდება... თქვენ რა იცით?

 

- ვინც სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, მამა-შვილი ვაზაგაშვილი მოკლა, ზურაბ ჟვანიასაც იმან მოუსწრაფა სიცოცხლე! დამტკიცებულია, რომ კონიაკსა და ძეხვზე, რომელიც თითქოსდა ჟვანიას და უსუპოვს მაგიდაზე ელაგათ, არც ჟვანიასა და არც უსუპოვის თითის ანაბეჭდები არ არის! დაკარგულია უსუპოვის ცალი ფეხსაცმელი, გაზი გათიშული იყო, უსუპოვის შარვალი ტალახიანია, „ეფ-ბი-აის" დასკვნაში წერია, რომ გაზის არსებული კონცენტრაცია არ შეიძლება ყოფილიყო სიცოცხლისთვის საშიში, ლევან სამხარაული მოკლეს, სამხარაულის მკვლელმა ორი გასროლით მოიკლა თავი... ეს ყველაფერი აშკარად მიუთითებს იმას, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია! ჟვანიას ე.წ. მეგობრების პოზიცია ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მაოცებს ბატონი პეტრე მამრაძის ახირება, რომ ჟვანია გაზმა გაგუდა! შე დალოცვილო, თუ ეთანხმები იმას, რომ ამ საქმეში რაღაც გაყალბებულია, მაშინ რატომ არ ეჭვობ იმას, რომ იქნებ კაცი მოკლეს?!

 

- სააკაშვილი და სხვა რაიხსფიურერები აცხადებენ, რომ ისინი უფრთხილდებიან ჟვანიას სახელს და ყველაფერს ბოლომდე არ ამბობენ! ამით აშკარად იმას მიანიშნებენ, რომ თითქოს ზურაბ ჟვანია ჰომოსექსუალი იყო!


- ის სცენა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ოთახში მოაწყო, სწორედ ზურაბ ჟვანიას სახელის დისკრედიტაციისა და მისი ჰომოსექსუალად გამოცხადებას ემსახურებოდა. როგორც კი ეს ამბავი გაცხადდა, ყველას მაშინვე თავში გაუელვა ფიქრმა, რომ ჟვანია და უსუპოვი კონსპირაციულ ბინაში გარყვნილებას ეძლეოდნენ. დავუშვათ, ზურაბ ჟვანია ჰომოსექსუალი იყო, პრემიერ-მინისტრი ამისთვის უნდა მოეკლათ? სად არის „იდენტობის" დირექტორი ვაჭარაძე, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის ხალხს იცავს, რატომ ხმას არ იღებს? რატომ არ ამბობს, რომ ნაცმოძრაობა და „რუსთავი-2" ჰომოფობიურ და დისკრიმინაციულ განცხადებებს ავრცელებენ? ეს ავადმყოფი ვაჭარაძე, როცა უნდა, ტელეეკრანიდან არ ჩამოდის, ხოლო ახლა გატრუნულია და ხმას არ იღებს! მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაინტერესდეს სააკაშვილის პირადი სნაიპერის - გვარაძის განცხადებით, რომელმაც თქვა, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს თელავში, ერთ-ერთი ბიზნესმენის ოჯახში გამართულ წვეულებაზე და სააკაშვილმა თავის მძღოლს უბრძანა, ჟვანიას გვამი საბურთალოს ქუჩაზე მიეტანა! მოგეხსენებათ, გვარაძე დღეს პატიმარია და  პროკურატურა ვალდებულია, დაჰკითხოს ეს ადამიანი, რადგან დიდი შანსია, გვარაძე „გაასაღონ"... იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში მხილებული სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე არის ირაკლი ფირცხალავასა და მისი ცოლის თანაკლასელი და ეს თქვენ არაფერს გეუბნებათ? ხელისუფლებამ განსაკუთრებულ ზომებს უნდა მიმართოს, თორემ ქვეყანაში გადატრიალების აჩრდილი დადის!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016