„ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე მიწვეულ მსახიობებს წითელი ხალიჩის გავლა უწევთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ხალიჩასთან ჩასაფრებულ ჟურნალისტებსა და კრიტიკოსებს მსახიობთა კაბები და ჩაცმულობა არანაკლებ აინტერესებთ, ვიდრე თავად დაჯილდოების ცერემონიალი. „რეპორტიორი" კრიტიკოსების მიერ შერჩეულ საუკეთესო კაბებს გთავაზობთ.
მსახიობ ჯულიანა მურს „შანელის" კაბა ეცვა, რომლის შექმნას 27 ადამიანი და 987 საათი დასჭირდა.
ფილმ „ბირდმენის" მსახიობი, ნაომი უოტსი „არმანი პრაივის" შავ-თეთრ კაბაში იწონებდა თავს.
სხვა ვასრკვლავებთან ერთად თავისი ფიგურა სიამაყით წარმოადგინა მსახიობმა ჯენიფერ ჰადსონმა. ცოტა ხნის წინ მან წონაში საგრძნობლად დაიკლო და დიეტის შედეგები „რამონა კევეზას" კაბაში წარმოაჩინა.