ექსპერტი გია ხუხაშვილი ლარის კურსის ვარდნასა და ამასთან დაკავშრებით მთავრობის გეგმის შესახებ საუბრობს. ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება გლობალური ეკონომიკური პროცესის ნაწილია და ამასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე დაკისება არასწორია. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს საზოგადობა, რომ მას კრიზისის დასაძლევად აქვს რეალური ინსტრუმენტები და რეალური გეგმები.
„რომ ჩვენი ხელისუფლების წილი ლარის დევალვაციის პროცესში არის, ეს გასაგებია, მაგრამ არა იმდენი, როგორსაც აკისრებს პოლტიკური ოპოზიცია თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის გლობალური ნეგატიური პროცესის ერთ-ერთი ელემენტი, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. ერთადერი, რაზეც ჩვენ ხელისუფლებას პასუხი შეიძლება მოვთხოვოთ, არის ის, თუ რამდენად ადეკვატურად პასუხობს ამ პრობლემას. აქ, რა თქმა უნდა, არის კითხვები. როდესაც გაზრდილია სოციალური რისკები, იმპორტ-ექსპორტის სალდო არასახარბიელოა და სულ უფრო მძიმდება, ზოგადი განცხადებებით შემოფარგვლა, რომ მთავრობას აქვს რაღაც გეგმა, არ არის საკმარისი. გარდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადობაში არსებულ ფსიქოლოგიურ ფონს. ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს საზოგადობა, რომ მას კრიზისის დასაძლევად აქვს რეალური ინსტრუმენტები და რეალური გეგმები. ხელისუფლებამ კონკრეტულად უნდა თქვას, რის გაკეთებას აპირებს. ლარის გაუფასურება გლობალური ეკონომიკური პროცესის ნაწილია. ლარის დევალვაციაზე პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე დაკისრება არ არის სწორი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
წყარო: „ინტერპრესნიუსი"
(მოამზადა თაკო საკანდელიამ)