reportiori.ge - გია ხუხაშვილი: ლარის დევალვაციაზე პასუხიმგებლობის ხელისუფლებაზე დაკისრება არასწორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:54
ეკონომიკა
გია ხუხაშვილი: ლარის დევალვაციაზე პასუხიმგებლობის ხელისუფლებაზე დაკისრება არასწორია
ავტორი:
24 თებერვალი, 2015. 11:25

 


ექსპერტი გია ხუხაშვილი ლარის კურსის ვარდნასა და ამასთან დაკავშრებით მთავრობის გეგმის შესახებ საუბრობს.  ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება გლობალური ეკონომიკური პროცესის ნაწილია და ამასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე დაკისება არასწორია. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს საზოგადობა, რომ მას კრიზისის დასაძლევად აქვს რეალური ინსტრუმენტები და რეალური გეგმები.



რომ ჩვენი ხელისუფლების წილი ლარის დევალვაციის პროცესში არის, ეს გასაგებია, მაგრამ არა იმდენი, როგორსაც აკისრებს პოლტიკური ოპოზიცია თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის გლობალური ნეგატიური პროცესის ერთ-ერთი ელემენტი, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. ერთადერი, რაზეც ჩვენ ხელისუფლებას პასუხი შეიძლება მოვთხოვოთ, არის ის, თუ რამდენად ადეკვატურად პასუხობს ამ პრობლემას. აქ, რა თქმა უნდა, არის კითხვები. როდესაც გაზრდილია სოციალური რისკები, იმპორტ-ექსპორტის სალდო არასახარბიელოა და სულ უფრო მძიმდება, ზოგადი განცხადებებით შემოფარგვლა, რომ მთავრობას აქვს რაღაც გეგმა, არ არის საკმარისი. გარდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადობაში არსებულ ფსიქოლოგიურ ფონს. ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს საზოგადობა, რომ მას რიზისის დასაძლევად აქვს რეალური ინსტრუმენტები და რეალური გეგმები. ხელისუფლებამ კონკრეტულად უნდა თქვას, რის გაკეთებას აპირებს. ლარის გაუფასურება გლობალური ეკონომიკური პროცესის ნაწილია. ლარის დევალვაციაზე პასუხისმგებლობის ხელისუფლებაზე დაკისრება არ არის სწორი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.





წყარო: „ინტერპრესნიუსი"


(მოამზადა თაკო საკანდელიამ)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016