reportiori.ge - „პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:09
ინტერვიუ
„პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს იწყებს
ავტორი:
24 თებერვალი, 2015. 12:19


რას აპროტესტებს „პატრიოტთა ალიანსი"? რისთვის მიდის დასავლეთში და რას ეტყვის ის ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს?


„ალიას" პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ესაუბრა:


- გასულ კვირას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, კონგრესმენ მაიკლ ტერნერისა და აშშ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯონ მაკკეინის წერილები გავრცელდა, რომლითაც ტერნერმა და მაკკეინმა ინტერპოლს მიმართეს და სთხოვეს, არ გამოაცხადოს მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნა, რადგან საქართველოში კანონის უზენაესობის პრინციპი სისტემურად ირღვევა და ამ პროცესში პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველს ხედავენ. ეს განცხადებები ქართველი ხალხის პირდაპირი და ღია შეურაცხყოფაა. გამოდის, რომ გასული 10 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონდა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, პატიმრების წამებას, ქონების წართმევას, მშვიდობიანი მიტინგებისა და მანიფესტაციების სასტიკ დარბევას, ბიზნესის დატერორებას, უამრავ სხვა დანაშაულს. გამოდის, რომ ქართველი ხალხი ცილისმწამებელია, როცა სააკაშვილის მმართველობას რეჟიმს უწოდებს და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ქართველი ხალხი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ეს განცხადებები სააკაშვილის ლობისტური კომპანიების „შრომის" შედეგია. სააკაშვილმა2 წლის მანძილზე, ლობისტების დახმარებით, თავი „გაითეთრა", ეს მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მისი მხილებისთვის და კოჰაბიტაციას გაჰყვიროდა. პროკურატურამ 4 ბრალი წაუყენა სააკაშვილს და როცა მაკკეინი, ან ტერნერი ინტერპოლს მიმართავენ და სთხოვენ, თავი დაანებონ სააკაშვილს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე ამერიკელი კანონმდებელი მხარს უჭერს უკანონობას, მხარს უჭერს დამნაშავეებს, ჩვენ კი ჩვენი დემოკრატიის გადარჩენისთვის ვიბრძვით და ეს, პირველ რიგში, ამერიკელებს ესმით, რას ნიშნავს. მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი ბერკეტი, უზრუნველყავით ამერიკის შეერთებული შტატების სენატის, კონგრესის, ასევე, ევროპარლამენტის სწორი და ობიექტური ინფორმირება. მიაწვდინეთ ქართველი ხალხის პროტესტის ხმა ჩვენს პარტნიორებს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისადმი ჩემი მთავარი პრეტენზია ისაა, რომ მან გააცოცხლა პოლიტიკური გვამები, სააკაშვილისა და მისი გუნდის სახით. გააცოცხლა მისი ინერტული პოლიტიკით, უმოქმედობით.


- აქცია ხალხმრავალი იქნება?


- ეს არ იქნება ხალხმრავალი აქცია, იქნება ლოკალური აქციები და არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, არამედ ევროკავშირის ოფისთან, პარლამენტის წინ. ანუ აქცია გათვლილია არა მასშტაბურობაზე, არამედ თემის აქცენტირებაზე.

 

- რას აპირებთ, თუ თქვენს გამოსვლებს შედეგი არ მოჰყვება?


- სწორ და სამართლიან მოქმედებას ყოველთვის აქვს აზრი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მართლები ვართ. ეს სიმართლე საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთში უნდა გაიტანოს, უნდა გამოიტანონ ე.წ. კასრების კადრები და აჩვენონ მთელ მსოფლიოს, უნდა იმოქმედონ, რათა ამხილონ სააკაშვილი.


- ანუ აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ შედეგს არ დაინახავთ?


- არამარტო აქციები, ჩვენ ჩავალთ ამერიკაშიც, მალე მივდივარ ბრიუსელში, ანუ ყველაფერი თავიდან იწყება. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ დასავლეთს, რომ საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე იყო რეჟიმი და დამნაშავეების დაცვა დაუშვებელია. აი, ეს არის გასაკეთებელი.


- როდის გეგმავთ ჩასვლას და ვისთან აპირებთ შეხვედრას?


- მარტის დასაწყისში ვგეგმავ ბრიუსელში ჩასვლას, ფართო შეხვედრებია, როგორც ევროდეპუტატებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ უნდა მივმართოთ კონგრესსაც და სენატსაც და ავუხსნათ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომ ტყუილის მხარდაჭერა დაუშვებელია. ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ასეთი პოლიტიკა მხოლოდ დააზიანებს ქართულამერიკულ ურთიერთობებს.


- როდის გაიმართება პირველი აქცია?

 

- აქცია დღეს გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016