reportiori.ge - ლუკა კურტანიძე: არ დავინდობ, ვინც ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:15
ინტერვიუ
ლუკა კურტანიძე: არ დავინდობ, ვინც ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს!
ავტორი:
24 თებერვალი, 2015. 17:18

 

 


საქართველოს პარლამენტს როგორც პირდაპირი, ისე პოლიტიკური მნიშვნელობით, მძიმეწონოსანი ფიგურა შეემატა - აწ გარდაცვლილი დეპუტატის თამაზ ავდალიანის ადგილი „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობაში ლუკა კურტანიძემ დაიკავა.


- როგორ ხედავთ საკუთარ თავს პარლამენტში და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი როლი საკანონმდებლო საქმიანობაში?

 

- პირველ რიგში, ვიქნები შეუპოვარი, სამართლიანი და საპარლამენტო საქმიანობაში უზარმაზარ შრომას ჩავდებ! პირდაპირ ვაცხადებ - არ დავინდობ, ვინც ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელი იქნება!


- დარწმუნებული ვარ, ნაციონალებს არ ესიამოვნებათ პარლამენტში თქვენი შესვლა, რადგან ყოველთვის მათი განსაკუთრებული სამიზნე იყავით. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ ნაციონალებთან ერთ შენობაში, ერთ დარბაზში მუშაობა?

 

- რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ადამიანურად და მორალურად ადვილი არ იქნება, თუმცა, პარლამენტში ჩემი შესვლით დისკომფორტი, პირველ რიგში, იმ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომლებიც საქართველოს 9 წლის განმავლობაში აუბედურებდნენ!


ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან დევნილი ერთადერთი დეპუტატი ვარ და ეს პასუხისმგებლობას მიორმაგებს!


- ბევრმა, შეიძლება, არც იცის, რომ სოხუმელი ხართ...

 

- აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ, ნებისმიერ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობის დროს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე, ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ აფხაზეთიდან ვარ!


დიახ, ჩემი გამარჯვებების შემდეგ, როცა საქართველოს დროშა აფრიალდებოდა და ჰიმნი აჟღერდებოდა, ტაბლოებზე ყოველთვის იწერებოდა: „კურტანიძე - საქართველო, აფხაზეთი, სოხუმი".


დღეს საპარლამენტო საქმიანობაშიც ჩემი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი აფხაზეთის თემა იქნება!

და კიდევ: იმ ადამიანებს, რომლებსაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მთლიანად ოკუპირებაში დიდი წვლილი მიუძღვით და დღეს პარლამენტში „მთავარი ოპოზიციის" სტატუსით სხედან, ჩემგან მუდმივი დისკომფორტი ექნებათ!


საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და საერთაშორისო ასპარაზზე მიზანმიმართულად ეწევა საქართველოს დისკრედიტაციას, მაქსიმალურად უნდა განეიტრალდეს!

 

- თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობას" უკრაინაში აქტიურად აცოცხლებენ! რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

 

- ძალიან მეცოდება ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი სააკაშვილების, ადეიშვილების, საყვარელიძეების და იმ ადამიანების ხელში, რომლებმაც საქართველო დაღუპეს და დააქციეს!


სააკაშვილი და ძმანი მისნი, რომლებიც საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვისკენ უბიძგებენ, ქართული სახელმწიფოებრიობის პრობლემას წარმოადგენენ და ჩვენ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოვუღოთ ბოლო ამ პრობლემას, რაღა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი გზებით!


რევანშისტები, ავანტიურისტი სააკაშვილის მეთაურობით, დღედაღამ საქართველოს არევაზე ფიქრობენ, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ!

 

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016