reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: რუსეთის არმიაში იმდენი უდისციპლინო ადამიანია, რომ ყველაფერია მათგან მოსალოდნელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:14
ინტერვიუ
ვახტანგ მაისაია: რუსეთის არმიაში იმდენი უდისციპლინო ადამიანია, რომ ყველაფერია მათგან მოსალოდნელი
ავტორი:
25 თებერვალი, 2015. 15:12


გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა რუსულნომრიანი სამხედრო მანქანების თბილისის ცენტრში გადაღებულმა ფოტოებმა მითქმა-მოთქმაგამოიწვია. ეჭვები იმანაც გაამძაფრა, რომ მთელი დღის მანძილზე შესაბამის უწყებებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.


„ალიას" სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ესაუბრა:


- 2010 წელს რუსეთ-საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ლარსის საბაჟო პუნქტიდან უნდა მომხდარიყო სომხეთის, გიუმრის სამხედრო ბაზის მიმართულებით არასამხედრო დანიშნულები სტვირთის გადაადგილება. ამას მაშინ რუსეთის მხარე კატეგორიულად მოითხოვდა, მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დათანხმდნენ და გააფორმეს ეს ხელშეკრულება. ამის მერე, ეს ხელშეკრულება სრულდებოდა და რუსეთი გადააადგილებდა ისეთ ტვირთებს, რომლებიც არ არის სამხედრო დანიშნულების. როგორც ჩანს, ეს მანქანებიც იმ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატრანზიტო ნაწილის შემადგენელია, იმიტომ რომ აშკარად ჩანს, რომ ეს ნომრები არის ტრანზიტული. სატრანზიტო მარკა აქვს ამ მანქანებს.


- ეგ გასაგებია, მაგრამ მითუმეტეს თუ სატრანზიტოა, ქალაქში როგორ მოხვდნენ?


- წესით, სატრანზიტო მანქანებს ქალაქში შესვლის უფლება არ აქვთ, მაგრამ რუსეთის არმიაში იმდენი უდისციპლინო ადამიანია, რომ ყველაფერია ამათგან მოსალოდნელი. ხომ გახსოვთ, ერთმა მანიაკმა ჯარისკაცმა მთელი ოჯახი ამოხოცა... როცა ასეთი მოსამსახურეებითაა სავსე რუსეთის არმია, მე არგამიკვირდება, რომ ვიღაცას მოეპრიანა თბილისის ნახვა, ან მოკლეგზით შემოსვლა და ალბათ, შემოვიდა კიდეც ამ გზით.


- თუ მოეპრიანა და შემოვიდა, პირდაპირ თბილისის ცენტრში ხომ ვერ მოხვდებოდნენ, ბუნებრივია, მათ გამოიარეს ქალაქი. რატომ არ მოხდა მათი გადაადგილების აღკვეთა?


- ხელშეკრულების გარკვეულინაწილი არ იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი და არ ვიცი, როგორ არის გაწერილი დეტალურად ხელშეკრულებაში და ჩვენი პოლიცია რასახით ერევა, როგორ რეგულირდება მათი გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე. არ არის გამორიცხული, ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების რაიმე სახის სპეცოპერაცია. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომეს იყო ერთგვარი პროვოკაცია, ყველაფერი შეიძლება ვივარაუდოთ. თუ გავიხსენებთ ატეხილ აჟიოტაჟს ნატოს საწვრთნელ ბაზებთან დაკავშირებით, არაფერი არაა გამორიცხული. აშკარად არის დარღვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმების. როგორც ჩანს, ამ სატრანზიტო ტვირთის მორიგი პარტია გადიოდა საქართველოს ტერიტორიაზე, საავტომობილო მძღოლები ძირითადად სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეები არიან, 18-19 წლის მებრძოლები, რომლებსაც გადააქვთეს ტვირთები, ისინი არიანმ ძღოლებიც და მათი ფანტაზიის შედეგი მგონია ის, რაც ვნახეთთბილისის ქუჩებში.


სავარაუდოდ, ვინაიდან ხელშეკრულების ნაწილი მოიცავს გრიფით „საიდუმლოს", ათანხმებენ ქვეყნების უმაღლესი პირები ამ საკითხს, რამდენად უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის გაჟღერება. ბუნებრივია, ტვირთის შესახებ ქართულ მხარეს ადრე უნდა მოსწოდებოდა ინფორმაცია და, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე შესაძლოა უკვე მიდის კიდეც კონსულტაციები საქართველოს, რუსეთსა და თუნდაც, ევროკავშირის სამხედრომისიის წარმომადგენლებს შორის, რომ გაირკვეს რაშია საქმედა რატომ მოხდა ამშეთანხმების დარღვევა.


- რომელი უწყებებიდან უნდა მოჰყვეს ამ ფაქტს გამოხმაურებები?


- სახეზეა სატრანზიტო ხელშეკრულების დარღვევა და ამაზე რეაგირება უნდა მოახდინონ საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა. უნდა აცნობონ შესაბამის მხარეს, რომ მოხდა ხელშეკრულების დარღვევა და გამოძიების შედეგად უნდა დაისაჯონ დამრღვევები. მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ბუნებრივია, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა.



„ალია" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, გვაინტერესებდა, რა იცოდნენ აღნიშნულ მანქანებთან დაკავშირებით. დაგვპირდნენ, გავარკვევთ და დაგიკავშირდებითო, თუმცა, არავინ შეგვხმიანებია.


საბაჟოს „ეს-ემ-ესი" გავუგზავნეთ, „რა სტატუსით იყვნენ ისინი გაფორმებული საზღვარზე?" თუმცა, არც ვინმე შეგვხმიანებია და არცჩვენს ზარებს უპასუხეს.


ღამით, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა სოციალურქსელში განცხადება გაავრცელა: „სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს. ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვთ სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება. ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისთვის".


ვნახოთ, შესაძლოა, ამ ავტომანქანებთან დაკავშირებით, დღეს დამატებითი ინფორმაციები გახდესცნობილი.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016