დავით დარჩიაშვილი ზუგდიდში გამართულ გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა. მან აქციის მონაწილეების მხოლოდ ადმინისტრაციულად დასჯა გააპროტესტა.
„ამ ფონზე იკვეთება შემდეგი: „ქართული ოცნება“ მიმართავს ძალადობას და ეს ძალადობა დაწყებულია თვეების წინ. გუშინდელი დღე იყო ერთ-ერთი ნიშანდობლივი შემთხვევა. ამგვარი საქციელი ქართული ოცნების „ საპრეზიდენტო კანდიდატის დაბალი რეიტინგის მაჩვენებელია. რა არის სამართლიანობის ფასი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, თუ თქვენ აპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას ან უნივერსიტეტებისათვის ავტონომიის შეზღუდვის საფრთხეს, ჯარიმა შეიძლება იყოს - 400 დან 1000 ლარამდე, თუ თქვენ ფიზიკურად შეეხებით პოლიციელს, მითუმეტეს დეპუტატს და ქვებს ესვრით საპრეზიდენტო კორტეჟს, თუ საპარლამენტო და პარტიულ დელეგაციას კონკრეტულ ღონისძიებაზე შეურაცხოფას მიაყენებთ, მაშინ ჯარიმა დაახლოებით 100 ლარია. ასობით ადამიანი იყო მობილიზებული გუშინ ზუგდიდში, მათ შორის "ოცნების" აქტივისტები. გამგეობის წარმომადგენლების ინიციატივით, ამ ჯგუფებში აქტიურობისთვის, იმ ეგზალტირებისთვის, რასაც ისინი ავლენენ, მცირე ფულად ჯარიმასთან ერთად, შესაძლებელია, დააწინაურონ.“
დავით დარჩიაშვილის განმარტებით, დღეს პრაიმერი დაგეგმილია ბათუში, სადაც წინასწარი ინფორმაციით, იგივე ქმედებების განხორციელებას აპირებენ ჯგუფები, რომლებიც დასდევენ პოლიტიკურ ოპოზიციას.