აზერბაიჯანელ მომღერალს, „ბულბულს" მისი მეგობრები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პიროვნებად ახასიათებენ და „ბულბულის" ღვაწლზე საუბრობენ.
ი.ს. კოზლოვსკის თქმით დიდი ხელოვანის, „ბიულ-ბიულის" ღვაწლი და სახელი მომავალი თაობის მომღერლებს მარადჟამს ემახსოვრებათ.
„დიდი ხელოვანის, ბიულ-ბიულის სახელი, მისი ცოდნა, გემოვნება, მომავალი თაობის მომღერლებს ემახსოვრებათ. დიდი თეატრის კედლებს ლაპარაკი, რომ შეეძლოთ, შთამომავლობას შემოუნახავდნენ სახელებს იმ დიდებული ადამიანებისა, ვინც დაამკვიდრა განუმეორებელი სასიმღერო ტრადიციები. მათ შორის ვინც დიდი თეატრის სცენას ამშვენებდა, რომელთა წინაშეც მადლობის ნიშნად ქედი უნდა მოვიხაროთ, ერთ-ერთი ბიულ-ბიულია."
ქართველი მსახიობი და პედაგოგი, ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სახალხო არტისტი აკაკი ხორავა „ბულბულს" ვოკალის ხელოვნებაში უდიდეს მოვლენას უწოდებს:
„ბიულ-ბიული ვოკალის ხელოვნებაში მოვლენაა. მისი არტისტული ცხოვრება ოქროს ასოებით არის ჩაწერილი საბჭოთა კულტურის ისტორიაში. ხალხური შემოქმედების სიღრმეებიდან ბიულ-ბიულმა მსოფლიო ხელოვნების მწვერვალებს მიაღწია; იგი ერთნაირად ბრწყინვალეა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე რეპერტუარისა და ხალხური სიმღერების შესრულებისას. მსმენელს მთლიანად იპყრობს მისი გულწრფელი აღმაფრენა, ტალანტი და უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს. ბიულ-ბიულის ხელოვნება იმის ნათელი მაგალითია, ნაღდი ხალხური შემოქმედება როგორ უნდა ვაქციოთ ინტერნაციონალურად."
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)