reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: 26 მაისს, ამერიკული FBI-ის ჯგუფი იჯდა შსს-ში და მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს უყურებდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:46
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: 26 მაისს, ამერიკული FBI-ის ჯგუფი იჯდა შსს-ში და მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს უყურებდა...
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 01:17

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტუდენტებთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მიხელ სააკაშვილის გუშინდელი შეხვედრის დამატებით ვიდეო მასალას ავრცელებს.   პრეზიდენტი  26 მაისისა და 7 ნოემბრის აქციებზე საუბრობს. მისი თქმით, ყველა მოვლენა, რაც საპროტესტო გამოსვლების დროს განვითარდა, კანონიერი იყო.

  „26 მაისს,  ჩვენს შსს-ში, ამერიკული FBI-ს  ჯგუფი იჯდა და  მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს  თვალყურს ადევნებდა.  მან  დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი  კანონიერი იყო. იცოდით ამის შესახებ?  არ წერენ "ასავალ-დასავალში" ამის შესახებ?  ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, ამიტომაც,  გვგონია,   თუ ქუჩაში პოლიცია გაგაჩერებს, ეს არის დაყაჩაღება.  ჩვენ გვგონია რომ მიტინგის დაშლა დიქტატურაა.“-აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, ყველა ის პროცესი, რაც საპარლამენტო არჩევნებამდე განვითარდა მხოლოდ ერთ მიზანს,  საქართველოს სახემწიფოებრივი განითარებისთვის  ხელის შეშლას ემსახურებოდა.

  „პატიმრები, პოლიციელები, ყველანი გამოყენებული იყო საბაბად რაღაცის წინააღმდეგ. დიდი ისტორიული, ფუნდამენტური, ისეთი რეფორმების წინააღმდეგ, რომელსაც აქედან 500 წელიწადში ტაშს დაუკრავენ. ამაში ვარ დარწმუნებული.  ეს არის რეალობა.  საქართველოს  ისტორია გრძელდება, არ ჩერდება. დაგროვდება ისეთი გამოცდილებაც, რომელიც ყველას მიახვედრებს, სად მიდიოდა  საქართველოს მომავალი.“  - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვაში შეხვედრის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებზეც ისაუბრა.  მისი თქმით, მოლდოველი ახალგაზრდობა აღფრთოვანებულია „ნაციოანლური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გატარებული რეფორმებით.  მან დამსწრე საზოგადოებას და სტუდენტებს საქართველოს სხვა ქვეყნებთან   შედარება  სთხოვა. 

 „დასვით კითხვა, რატომ არის მოლდოველი ახალგაზრდა ასე აღფრთოვანებული საქართველოს წინა მთავრობის მიერ  გატარებული რეფორმებით.  ნავალნი, რომელსაც არ ვუყვარვართ,  რატომ არის  ასე აღფრთოვანებული?  მედვედვმა რატომ აღიარა ბოლოს ჩვენი წარმატებები? აქედან ხუთ წელიწადში დასვამთ ამ კითხვას. მხოლოდ, სანანებელი არ გაგვიხდეს, რომ გვიანი იქნება.“- განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016