reportiori.ge - დიდი მეცნიერი უჩვეულო ამპლუაში - აკაკი შანიძის ლექსი თავისუფლებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:59
კულტურა
დიდი მეცნიერი უჩვეულო ამპლუაში - აკაკი შანიძის ლექსი თავისუფლებაზე
ავტორი:
26 თებერვალი, 2015. 14:19



აკაკი შანიძე - ქართული ეროვნული ჰიმნი


ცნობილია, როცა საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარების საკითხი იხილებოდა, დავით ჩერქეზიშვილს უკითხავს გიორგი მეცამეტისათვის:  „ბატონო მეფევ და კარისკაცნო დარბაისელნო: რომ აღებთ კავკასიის კარსა, შეიძლებთ თვისსა დროსა დახშვასა მისსა?"


გიორგის უპასუხნია: „დახშვა კარისა ამის იქნება დახშვა ქრისტიანობისა კარისა; ამისათვის ჯვარი ქრისტესი, რომელსაცა ვესავთ, იქნება თვით მცველად კარისა, რომელსაცა თვით ჯვარცმული მასზედ დახშავს და განაღებს დასაცველად მეფობისა და მეფეთა, ოდეს თვით ჯერ იჩენს საჭიროდ" (პ.იოსელიანი - „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა").


დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე აკაკი შანიძე 1917 წელს დაწერილ თავის ლექსში უკანასკნელი ქართველი მეფისაგან განსხვავებულ აზრს ავითარებს  და მოუწოდებს ქართველობას: „ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!"



აკაკი შანიძე

 

ქართული ეროვნული ჰიმნი

 

(ალიფაშას ხმაზე)


აბა, ფხიზლად, ქართველებო, მივყვეთ მამა-პაპის კვალსა!

წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!

ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!

ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს და ნუ ვაღებთ დარიალსა!




მოსწონდათ  და ახლაც მოსწონთ  ჩვენი ქვეყნის მთა და ველი:

მზით დამწვარი ჰიჯაზელი, გაყინული ჩრდილოელი,

სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი, ბერძენი თუ რომაელი -

ყველა ჩვენსკენ ისწრაფოდა, ყველა მაშრიყ-მაღრიბელი.




იყო დრო, როს მმართველობა, სამართალი გვქონდა სხვისი,

ბაღდადსა თუ ყარაყორუმს გზები გვედო ათას დღისი.

მტრისგან ბევრჯელ დარბეულა ტფილისი და ქუთაისი,

იმედს მაინც არ ვკარგავდით - სული გვახლდა შოთაისი.




სად არ დგმულა ჩვენი ფესვი: სისხლი სად არ დაგვიღვრია?

ერანს, თურანს, ავღანისტანს - ყველგან ჩვენი ძვლები ჰყრია.

ფიცხელ ომში გახურვებულთ ევფრატ-დიჯლა დაგვიშვრია,

ჩვენის სისხლით შეღებილი ვისლა დღესაც არის მღვრია.




ოთხი დიდი სახელმწიფო მოგვიჭამ-გაგვიცვეთია:

სადღა არის ძველი რომი ან ძლიერი სპარსეთია?

არაბების ძლიერება, ამბობენ, დღეს ზღვის წვეთია.

ვის ახსოვან მონღოლები?  სხვების ბედიც აგეთია!




სამი ათას წელზე მეტი გვიცხოვრია, როგორც ერსა.

მრავალ შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა.

უსიკვდილოდ არვის ვუთმობთ ჩვენს სამშობლოს მშვენიერსა.

გვიმღერნია, კვლავაც ვიმღერთ  ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა.




სანამ იდენს ალაზანი, ჭოროხი და  რიონ-მტკვარი,

სანამ თავზე მცველად გვადგას ცივ-გომბორი, ლიხ-მყინვარი,

არ მომკვდარა, არც მოკვდება საქართველო მოცინარი;

მეტად აღარ შემცირდება მისი სივრცე, მისი მზღვარი.




აბა, ფხიზლად, ქართველებო! მივყვეთ მამა-პაპის კვალსა!

წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!

ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!

ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს, ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!




5 დეკემბერი, 1917 წ. დედაქალაქი.




(წყარო: georoyal.ge)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016