120 წლის წინ ქუთაისში გამოჩენილი ქართველი მწერალი კოლაუ ნადირაძე დაიბადა. 26 თებერვალს, მწერალთა სახლში კოლაუ ნადირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ახლადდაფუძნებულმა ფონდმა -„ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის" გამართა.
საღამოს ერთ-ერთ ორგანიზატორის და ფონდის თანამდამფუძნებლის ნინო ჩხიკვიშვილის განცხადებით, „ფონდი „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის" მოღვაწეობის დაწყებას სწორედ ამ საღამოთი გეგმავს.
ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე კოალაუ ნადირაძე გაიხსენეს. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმიც. ცხინვალის თეატრის რეჟისორმა და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგმა თამარ ხიზანიშვილიმა თავის სტუდენტებთან ერთად საღამოს თეატრალიზირებული სახე შესძინა.
ამასთან, დღეს, ქუთაისში გაიკრა მემორიალური დაფა ლერმონტოვის ქუჩაზე მდგარ იმ სახლზე, სადაც კოლაუ ნადირაძე დაიბადა და გაიზარდა.