ბარაქის ხე დადებითად მოქმდებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს მცენარე მხოლოდ ბარაქის სიმბოლო კი არა, შესაძლოა ჯანმრთელობის სიმბოლოდაც ჩაითვალოს. იგი შეგიძლიათ რამდენიმე დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენოთ.
ჰერპესი ტუჩებზე
რამდენიმე ფოთლისგან გამოწურეთ წვენი. წაისვით ტუჩზე ყოველ 30 წუთში ერთხელ.
ანგინა
ბარაქის ხის 10 ფოთლისგან გამოწურეთ წვენი და გაურიეთ 200 მილილიტრ წყალში. დღის განმავლობაში 4-5-ჯერ გამოივლეთ ყელში ეს სითხე.
ართრიტი, ართროზი
10-15 ფოთლისგან გამოწურეთ წვენი და ძილის წინ დაზიანებული ადგილები დაიზილეთ.
დამწვრობები და ჭრილობები
ბლენდერში ათქვიფეთ რამდენიმე ფოთოლი, მიღებული მასა დაზიანებულ, გაჭრილ ან დამწვარ ადგილზე დაიდეთ და სამედიცინო ბინტით გადაიხვიეთ. საფენი 2-3 საათში ერთხელ შეცვალეთ.
წყარო: http://people.ge/?m=19&ID=2365