გამოცემა healthi life tricks გთავაზობთ სახლში დამზადებული კრემის რეცეპტს, რომელიც ატენიანებს სახის კანს, ამცირებს ნაოჭებს და ანელებს დაბერების პროცესს. მისი უპირატესობა ბუნებრივი ინგრედიენტები და უსაფრთხოებაა. იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის და შედეგი მოკლე დროშია თვალნათელი. გამოცემა გვპირდება, რომ სულ რაღაც 7 დღეში მნიშვნელოვან ვიზუალურ ეფექტს იხილავთ. მათ, ვისაც უყვარს თავის მოვლა, შეუყვარდება ეს კრემიც, რომელიც მარტივი და მართლაც საოცარია.
ინგრედიენტები:
1 სუფრის კოვზი ნუშის ან ზეითუნის ზეთი
1 კვერცხის გული
1 ჩაის კოვზი თაფლი
2 ჩაის კოვზი ვაზელინი აფთიაქიდან
მომზადება:
ორთქლის დახმარებით ვაზელინი თხევადი უნდა გახადოთ და შემდეგ შეურიოთ კვერცხის გული, ზეთი და თაფლი. კარგად უნდა ურიოთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღეთ. თქვენი კრემი მზადაა. მოათავსეთ ძველი კრემის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
დაძინებამდე 2 საათით ადრე, თითების მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ კრემი კანში, 30 წუთის შემდეგ კი სველი ცხვირსახოცით მოიწმინდეთ.
წყარო - postalioni.com
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)