თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაალ სამადაშვილი, ქალაქის მერის, გიგი უგულავას იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ეხმიანება. მისი თქმით, საკრებულოს მსგავსი საკითხის განხილვის არანაირი სამართლებრივი უფლება არ აქვს.
„გიგი უგულავა არის არჩეული თბილისის მოქალაქეების მიერ. ასე რომ საკრებულოს არანაირი კანონიერი უფლება არ აქვს, რომ დააყენოს თბილისი მერის იმპიჩმენტის საკითხი.“ -აცხადებს სამადაშვილი.
მისი თქმით, საკრებულოს გადარჩევის შემთხვევაში, იგი მზად არის საქმიანობა რიგითი დეპუტატის სტატუსით გააგრძელოს. ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი, 26-ი ივლისის საკრებულოს სხდომაზე უნდა დადგეს.
„ მე როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქმიანობას გავაგრძელებ. შევეცდები რაიონის მაცხოვრებლებს დავეხმარო იმ პრობლემების მოწესრიგებაში რომელიც მათ აქვთ.“- აცხადებს ზაალ სამადაშვილი