"რეპორტიორის" თვალით...
ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ოჯახური ძალადობის პრევენციის თემაზე შეხვედრა გამართა
27 თებერვალი, 2015. 21:03
საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ოჯახური ძალადობის თემაზე შეხვედრა-დიალოგი გამართა. შეხვედრა ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში შედგა.
შეხვედრა-დიალოგში მონაწილეობა მიიღეს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ფსიქოლოგებმა, სოციოლოგებმა, იურისტებმა, პედაგოგებმა, ჟურნალისტებმა, სტუდენტებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.
როგორც შეხვედრის ორგანიზატორები და დამსწრე პირები განმარტავენ, მსგავსი ტიპის საღამოების მიზანია, ხელი შეუწყონ ქალთა უსაფრთხოების დაცვისა და მათ მიმართ ძალადობის აღკვეთას.
შეხვედრის ძირითადი საკითხები იყო:
1. გენდერული პოლიტიკის განხორციელების მდგომარეობა საქართველოში.
2. ოჯახური ძალადობის პრევენცია და ქალთა უფლებების დაცვა.
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24