reportiori.ge - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს 19 წლის დავით ბაშარულის ცხედარი გადმოსცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:21
კონფლიქტები
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს 19 წლის დავით ბაშარულის ცხედარი გადმოსცა
ავტორი:
28 თებერვალი, 2015. 15:39



ახალგორის შესასვლელთან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს 19 წლის დავით ბაშარულის ცხედარი გადმოსცა. ცხედრის გადმოცემას ოჯახი ორი თვის განმავლობაში ითხოვდა. გარდაცვლილის დედის ნინო გუთნიაშვილიინფორმაციით, მისი შვილს 9 თვის წინ ახალგორის მილიციის შენობაში სცემეს. 


მეტი არაფერი ვიცი. ოსურმა მხარემაც ჩაატარა ექსპერტიზა, თუმცა, პასუხი ჩვენთვის უცნობია. ახლა ქართული მხარე ჩაუტარებს ცხედარს ექსპერტიზას და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება", - აცხადებს გარდაცვლილის დედა.  


ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდა მილიციის შენობაში აწამეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. მისი თქმით, ბაშარულის გარდაცვალების შემდეგ, ოსურმა მხარემ ცხედარი გადამალა და ორი თვის წინ ახალგორის სიახლოვეს ხეზე ჩამოკიდა. 


დავით ბაშარული ოკუპირებული ახალგორიდან 9 თვის წინ გაუჩინარდა.






(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

 

 

 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016