პოლიტიკა
ბათუმში „ნაციონალების“ დასახვედრად აქცია იმართება
21 ივლისი, 2013. 14:25
ბათუმის სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარე პერიმეტრს სპეცდანიშნულების რაზმი აკონტროლებს. მობილიზებულია საპატრულო პოლიციის მანქანები.
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ადამიანები სასტუმროსთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. მათი განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად დაგეგმილ პრაიმერს ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი პირებიც გააპროტესტებენ.
შეგახსენებთ რომ, ბათუმის "შერატონში" დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით მეხუთე საპრეზიდენტო პრაიმერი უნდა გაიმართოს. ღონისძიებისთვის შენობაში სამზადისი უკვე მიმდინარეობს. ამ წუთებში, სასტუმროს მეორე სართულზე პრაიმერში მონაწილე კანდიდატებისთვის ტრიბუნები მონტაჟდება. პრაიმერი 15:00 საათზე დაიწყება.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27