reportiori.ge - „არავინ იცოდა, რას მალავდა ზარდახშაში მარო მაყაშვილის დედა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 12:13
სხვადასხვა
„არავინ იცოდა, რას მალავდა ზარდახშაში მარო მაყაშვილის დედა“
ავტორი:
28 თებერვალი, 2015. 12:22


25 თებერვალს, ტაბახმელაში, იუნკერების მემორიალთან ამჯერადაც მიაგეს პატივი იუნკერების ხსოვნას. ამ ღონისძიებას მათთან   ერთად დაღუპული სტუდენტის, მარო მაყაშვილის ოჯახიც ესწრებოდა. „ფოსტალიონი" მაყაშვილის შთამომავალს, მხატვარ ეკა ერისთავს დაუკავშირდა.



ეკა ერისთავი:



_ მარო მაყაშვილის დედა, თამარ გაბაშვილი ეკატერინე გაბაშვილის ქალიშვილი იყო. მაროს მამა კი პოეტი ჰყავდა, კოტე მაყაშვილი, რომელიც მწერალთა კავშირის დაარსებიდან (1917) , მისი თავმჯდომარე იყო. იგი 1926 წელს დაავადდა და ჭლექით გარდაიცვალა.



მარო მაყაშვილის მშობლები. თამარ გაბაშვილი და კოტე მაყაშვილი.



e18399e1839de183a2e18394-e1839be18390e183a7e18390e183a8e18395e18398e1839ae18398-e18393e18390-e18397e18390e1839be18390e183a0-e1839b1



1921 წლის აპრილში,  მაროს გარდაცვალებიდან 2 თვეში, დედამისს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც გარდაცვლილი შვილის სახელი, მარიამი  დაარქვა,  თუმცა სახლში მას ნუგეშას ეძახდნენ - როგორც მშობლების ნუგეშს. მას  ბოლომდე ამ სახელით იცნობდნენ. ნუგეშა წელიწადნახევრის წინ, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გათხოვილი არ ყოფილა და მთელი ცხოვრება მაროს მიუძღვნა _ სათუთად ინახავდა მის ხსოვნას და მასთან დაკავშირებულ არქივს. ნუგეშას დაბადების შემდეგ, რამდენიმე თვეში ოჯახს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა: იმ წელს, როცა მარო მაყაშვილი დაიღუპა, თბილისში მკაცრი ზამთარი და სიცივე ყოფილა და  მაროს მშობლებს კიდევ ერთი ქალიშვილი, 14 წლის ეკატერინე, (კატუნა) გარდაეცვალათ ფილტვების ანთებით.



მარო მაყაშვილი ძმასთან და დებთან ერთად



11020368_853568908020231_1434958825_n



_ მარო მაყაშვილის გმირობის ამბავი საზოგადოებისთვის წლების მანძილზე ცნობილი არ ყოფილა , მისმა შთამომავლობამ რა იცოდით მის შესახებ?



_ თამარს დარჩა სამი შვილი: ნუნუ, ნუგეშა და შალვა. მე ნუნუს შვილიშვილი ვარ. ბაბუაჩემი ლევან ერისთავი, მაროს დის ქმარი  1937 წელს დახვრიტეს. ამის შემდეგ ოჯახი ძალიან შეშინებული იყო და მაროს სახელს არც ნუგეშა ახსენებდა ახალგაზრდებთან, არც ბებიაჩემი და არც მაროს დედა. ჩემს დიდ ბებიას, მაროს დედას ჰქონდა ზარდახშა, რომელსაც სათუთად ინახავდა, თუმცა არავინ იცოდა შიგნით რა იდო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ზარდახშაში ინახებოდა მაროს თმის კულული და ფოტოსურათი, რომელიც მაროს მოქსოვილი მაქმანის ჩარჩოში იყო ჩასმული. ამ ფოტოს ნუგეშა მთელი ცხოვრება ინახავდა. ამჟამად ის  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   მაროს სახელობის დარბაზშია. მარო მაყაშვილი უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის  მეორე კურსის სტუდენტი იყო. ომშიც უნივერსიტეტის მოწოდებით წავიდა, ამიტომ ჩავთვალე, რომ ეს ფოტოსურათი მუზეუმზე მეტად ეკუთვნოდა უნივერსიტეტს და მას გადავეცი.  შემორჩენილია მაროს დღიურები,  ორი რვეული, აქედან ერთ-ერთი ინახებოდა ნუგეშასთან, მეორე კი მაროს მეგობრის, ანა ღვინიაშვილის არქივში მისმა შთამომავლებმა იპოვეს და ლიტერატურის მუზეუმს ჩააბარეს.



ნუგეშა მაყაშვილი



e1839be18390e183a0e1839d-e1839be18390e183a7e18390e183a8e18395e18398e1839ae18398e183a1-e18393e18390-e1839ce183a3e18392e18394e183a8



_მარო მაყაშვილი იუნკერებს საიდან იცნობდა, ან მათთან როგორ მოხვდა?



_  ვიცი, რომ  1920 წლის დეკემბერში, იუნკერების სკოლას თავს დაესხნენ ბოლშევიკი ტერორისტები. სკოლამ ეს თავდასხმა გმირულად მოიგერია, თუმცა შეეწირა მაროს ბიძაშვილი, მიხეილ მაყაშვილი. ეს მოხდა მაროს სიკვილამდე ორი თვით ადრე, დეკემბერში. მისი ფოტოსურათიც არის შემორჩენილი.



იუნკერი მიხეილ მაყაშვილი, მაროს ბიძაშვილი



DIGITAL CAMERA



ბებიას არ ჰქონდა საშუალება მაროს საფლავზე წასულიყო, რადგან ის იუნკერებთან ერთად იყო დასაფლავებული  სამხედრო ტაძრის,ე.წ. " სობორას" გალავანთან. შემდეგ ეს ტაძარი საფლავებიანად ააფეთქეს და დღეს იქ პარლამენტის შენობა დგას. ყოველ წელს, 25 თებერვალს, ტაბახმელაში, ხელისუფლება ატარებს იუნკერების ხსოვნის საღამოს, სადაც მისი შთამომავლები ვიკრიბებით.



_ მაყაშვილების შთამომავლებს არ გასჩენიათ სურვილი პროფესიად სამხედრო საქმე აერჩიათ?



_ ჩემი შვილი გიორგი ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების კადეტია. წელს ამთავრებს სასწავლებელს და საქართველოში დაბრუნებას აპირებს.



ეკა ერისთავი შვილებთან ერთად



308617_253808994649722_8161073_n




(წყარო: postalioni.com)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016