პატიმარ გოგა ძველაიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ჩაერთვება. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თავად განაცხადა, როდესაც სენაკში გარდაცვლილის ოჯახში ჩავიდა.
„არასრულწლოვანზეა საუბარი, 16 წლის მოზარდზე. მეტი სიფრთხილეა საჭირო. ამიტომ, დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩატარდა, საინტერესო იქნება. მივალ ციხეში და ვნახავ იმ საკანს, თუ არსებობს ჩანაწერები და ალბათ არსებობს, ვნახავ. რა ინფორმაციაც მექნება, ზუსტად ისევე, პირუთვნელად და ზუსტად იმ სახით, რა სახითაც არსებობს, ოჯახს ეს ინფორმაცია ექნება",- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის პატიმარი გოგა ძველაია ორი დღის წინ გარდაიცვალა. ის ქუთაისის ციხეში გარდაცვალებამდე 24 საათის შეყვანილი ჰყავდათ. მას დაწესებულება მალევე უნდა დაეტოვებინა.