რეგიონები
ბათუმში განახლებული ჰიდროქიმიური ლაბორატორია გაიხსნა
01 მარტი, 2015. 18:15
ბათუმში განახლებული ჰიდროქიმიური ლაბორატორია გაიხსნა. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა დაათვალიერა.
ახალი ხელსაწყო-მოწყობილობები სინჯის აღებიდან დროის მინიმალურ მონაკვეთში უზრუნველყოფს დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობის დადგენას. მოწყობილობებით შესაძლებელია ანალიზების ჩატარება როგორც ლაბორატორიაში, ასევე საკონტროლო ობიექტებზე.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია მოემსახურება როგორც შავი ზღვის დაცვის კონვენციურ სამსახურს, ასევე დეპარტამენტის სხვა ტერიტორიულ ორგანოებს.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57