reportiori.ge - ზურაბ გვასალია: მთავრობა ვალს რომ იღებს, ეს კატასტროფა არ არის, მთავარია, სად დაიხარჯება ეს თანხები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:45
ეკონომიკა
ზურაბ გვასალია: მთავრობა ვალს რომ იღებს, ეს კატასტროფა არ არის, მთავარია, სად დაიხარჯება ეს თანხები
ავტორი:
02 მარტი, 2015. 12:54




საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გვასალიამ საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც გვასალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უნდა მოხდეს აჟიოტაჟის შეწყვეტა და მთავრობას, მის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცეს.



„დღეს მთავარი არის ის, რომ მიეცეს მშვიდად მუშაობის საშუალება ეროვნულ ბანკს, მთავრობას, ეკონომიკურ გუნდს. რათა მათ მიეცეთ საშუალება, განსაზღვრონ და გაანალიზონ, თუ რა ხდება ქვეყანაში და შესაბამისი ზომები მიიღონ. ეს იქნება მესიჯი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში გარემო არის მართვადი",- აცხადებს ზურაბ გვასალია.



გვასალია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა დამატებით საგარეო ვალს აიღებს, ეს არ იქნება პრობლემა. მისი განმარტებით, მთავარია, სად დაიხარჯება აღნიშნული თანხა.


 

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სავალუტო ფონდის შეფასებები და რეკომენდაციები. ის, რომ მთავრობა იღებს ვალს, ამაში კატასტროფა არ არის, მთავარია, სად დაიხარჯება ეს თანხები და რამდენად სწორად", - განაცხადა  ზურაბ გვასალიამ.  


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016