reportiori.ge - მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი- ბილ გეიტსი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 22 სექტემბერი, 2024. 00:32
სხვადასხვა
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი- ბილ გეიტსი
ავტორი:
03 მარტი, 2015. 00:41



ჟურნალმა ფორბსმა მსოფლისო ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 500 მილიარდელს შორის პირველ ადგილს ბილ გეიტსი იკავებს. გეიტსის ქონება გამოცემამ, 79,2 მილიარდ დოლარად შეაფასა. ბიზნესმენის შემოსავლის წყაროს მაიკროსოფტი წარმოადგენს.


რეიტინგში მეორე ადგილი კარლოს სლიმმა დაიკავა. სლიმის ოჯახის ქონება 77,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. კარლოს სლიმ ელუმ ბილ გეიტს პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანების სიაში პირველად 2010 წელს გაუსწრო. მექსიკელი მაგნატი სატელეკომუნიკაციო ბიზნესის მფლობელია.


ფორბსის რეიტინგში მესამე ადგილს ვუორენ ბაფეტი იკავებს. ამერიკელი ინვესტორის და ბერკშირ ჰეზევეის მფლობელის ქონება გამოცემამ 72,7 მილიარდ დოლარად შეაფასა.


მეოთხე ადგილი დაიკავა ამანსიო ორტეგამ. ესპანელი მილიარდელის, მოდის იმპერიის ზარას დამფუძნებლის ქონება 64,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.


პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეულს ლარი ელისონი ასრულებს. ელისონის ქონება გამოცემამ 54,3 მილიარდ დოლარად შეაფასა. კომპანია Oრაცლე-ს მფლობელმა ქონების დაგროვება მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნით დაიწყო.


ფორბსის რეიტინგში სოციალური ქსელის მარკ დამფუძნებელი მარკ ცუკენბერგი 16-ე ადგილს იკავებს. ბიზნესმენის ქონება გამოცემამ 33,4 მილიარდ დოლარად შეაფასა.


ცუკენბერგს უსწრებს ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც წელს 34,8 მილიარდს შეადგენს. კომპანია ამაზონის დირექტორი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 15-ე ადგილზეა.


კომპანია გუგლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლარი პეიჯმა კი რეიტინგში 19-ე ადგილი დაიკავა. პეიჯის ქონება ფორბსმა 29,7 მილიარდ დოლარად შეაფასა. პეიჯს რეიტინგში ერთი საფეხურით ჩამორჩება სერგეი ბრინი, გუგლის თანადამფუძნებლის ქონება 29,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.


ჯორჯ სოროსის ქონება ფორბსის მიხედვით, 24,2 მილიარდ დოლარს შეადგენს, ბიზნესმენი რეიტინგში 29-ე ადგილს იკავებს.


კომპანია ალიბაბას დამფუძნებელი ჯეკ მა რეიტინგში 33-ე ადგილზეა, მას ქონება გამოცემამ 22,7 მილიარდ დოლარად შეაფასა.




http://ibusiness.ge/msoflios-yvelaze-mdidari-adamiani-bil-geitsia/


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016