5 მარტს დიდი სტალინის გარდაცვალებიდან 62 წელი შესრულდება! თუმცა, 5 მარტამდე არის პირველი მარტი - დღე, რომელიც, ასევე სტალინის სახელს უკავშირდება და ძალიან კარგად ახსოვთ უფროსი თაობის ადამიანებს!
დიახ, 1 მარტი არა მხოლოდ გაზაფხულის პირველი დღეა, არამედ დიდი სამამულო ომის შემდგომი საბჭოთა მოქალაქეთათვის - „სტალინური ფასდაკლების" ტრადიციად ქცეული თარიღიც!
შესაძლოა, დღეს ბევრისთვის წარმოუდგენლადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია: უსასტიკესიდა კატასტროფული მასშტაბების დიდი სამამულო ომის მიუხედავად, სტალინმა შეძლო და, 1948 წლიდან მოყოლებული - ვიდრე აღსასრულამდე, ყოველი წლის 1 მარტიდან, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე 10-20, ზოგი დასახელების ნაწარმზე კი 30-პროცენტიანი ფასდაკლებაც დააკანონა!
ანუ იმ დროს, როდესაც ათასობით ქალაქი თუ სოფელი, ქარხანა თუ ფაბრიკა ჯერაც ნანგრევებისგან არ გაეწმინდათ, საბჭოთა კავშირის ეკონომიკამ შეძლო საკუთარიმოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათის გაწევა!
და ეს სტალინმა მოახერხა მაშინ, როდესაც, მაგალითად, ომისგან შეუდარებლად ნაკლებად დაზიანებულმა დიდმა ბრიტანეთმა, რომელსაც, თითქმის ნახევარი მსოფლიო კოლონიად ჰყავდა გ ადაქცეული, საკუთარი მოქალაქეებისთვის პროდუქტებზე საბარათე სისტემაც კი ვერ გააუქმა!
არადა, იმ ქვეყნის მეთაურს, რომელმაც ომში 20 მლნ მოქალაქეზე მეტი დაკარგა და ლამის ნახევარი ქვეყანა ნანგრევებში ჰყავდა, დამეთანხმებით, არც არავინ მოსთხოვდა, რომ ომიდან სამ წელიწადში ძირითად პროდუქტებზე ფასდაკლება გამოეცხადებინა!
ეს მხოლოდ სტალინს შეეძლო!
დიახ, სტალინი მხოლოდ იმიტომ კი არ უყვართ დღემდე, რომ მან კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ომი მოიგო, არამედ იმიტომაც, რომ ის მამასავით ზრუნავდა თვის ხალხზე!
სტალინი იმიტომაც უყვართ დღემდე, რომ არც მანამდე და არც მის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს მმართველი, ხელმწიფე თუ ხელისუფალი, რომელმაც, მის მსგავსად, შეძლო ჭეშმარიტი სოციალური სამართლიანობის სახელმწიფო პოლიტკის რანგში აყვანა!
ამიტომაც, არ იყო გასაკვირი, რომ 1953 წლის მარტში სტალინის გარდაცვალება ასობით მილიონი ადამიანისთვის პირადი ტრაგედიიის ტოლფასი იყო!
და ეს იყო გულწრფელი მწუხარება იმ ადამიანებისა, რომლებიც კარგად ხვდებოდნენ, რომ სტალინის გარდაცვალებით მათ დაკარგეს უდიდესი მხედართმთავარი და ხალხის უდიდესი ქომაგი!
ხალხს გულწრფელად რომ უყვარდა სტალინი, ამიტომაც დაიდგა მისი ძეგლები თითქმის ყველა ქალაქსა თუ სოფელში! და ამას არანაირი კავშირი არა აქვს ტუტუცი ნიკიტასეულ „პიროვნების კულტთან"!
როგორც ერთმა ჭკვიანმა თქვა, კულტი შეიძლება, მართლაც იყო, მაგრამ პიროვნება ნახეთ, როგორი იყოო!
სხვათაშორის, თუ დააკვირდებით, 1 მარტის ტრადიციად ქცეული ფასდაკლების დადგენილებებზე არსად ჩანდა სტალინის სახელი! ეს იყო „მინისტრთა საბჭოს და სკპ(ბ) ცკ-ის დადგენილება მასობრივი მოხმარების საქონელზე საცალო ფასების შემცირების შესახებ"...
ანუ სტალინი ამ ყველაფერს თავად კი არ მიიწერდა, არამედ მთავრობისა და პარტიის მიღწევად წარმოაჩენდა!
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სტალინისეული გულწრფელი მზრუნველობა თანამემამულეებზე ბევრ თანამედროვე მმართველს არც კი დაესიზმრება.
მით უფრო, აქტუალურია ეს დღევანდელ საქართველოში, სადაც მოქალაქეები უკვე წლებია, ამაოდ ელიან დაპირებული სამართლიანობის აღდგენას, ხოლო სტალინისულ სოციალურ სამართლიანობაზე სიზმარშიც კი არ ოცნებობენ!
ასე რომ, ისწავლეთ, ბატონებო, ამხანაგი სტალინისგან! ის „ამხანაგი" იყო, თქვენ - „ბატონები" ხართ!
გიორგი გიგაური
მინისტრთა საბჭოს და სპკ(ბ) კც-ის დადგენილება 1949 წლის 1 მარტიდან მასობრივი მოხმარების საქონელზე საცალო ფასების შემცირების შესახებ
სსრკ სახალხო მეურნეობის შემდგომ აღმავლობასთან მასობრივი მოხმარების საქონელი წარმოების ზრდასთან და პროდუქციის თვითღირებულების შემცირების სფეროში ახალ მიღწევებთან დაკავშირებით 1948 წლის მეორე ნახევარში შესაძლებელი გახდა მასობრივი მოხმარების საგნებზე ფასების ახალი შემცირება.
სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო და სკპ(ბ) ცკ ადგენს: 1949 წლის 1 მარტიდან შემცირდეს სახელმწიფო საცალო ფასები მასობრივი მოხმარების საქონელზე საშუალოდ შემდეგი ოდენობით:
ხორცი და ფქვილი - 10 %-ით
ბურღულეული და მაკარონი - 10 %-ით
მარცვალფურაჟი, კოპტონი, ქატო, კომბინირებული საკვები -20 %-ით
თივა - 30 %-ით
ნამცხვარი, თაფლაკვერები და ტორტები -10 %-ით
ხორცი, ძეხვის ნაწარმი და კონსერვები - 10 %-ით
თევზი და თევზის ნაწარმი - 10 %-ით
კარაქი და ერბო - 10 %-ით
ყველი და ბრინზა - 20 %-ით
მარილი - 30 %-ით
არაყი - 28 %-ით
ლიქიორი და არყის ნაწარმი - 25 %-ით
ყურძნის შემაგრებული ღვინოები, კონიაკი და ხილკენკროვანი ღვინოები - 15 %-ით
თამბაქოს ნაწარმი- 10 %-ით
პარფიუმერული ნაწარმი - 20 %-ით
პალტოები, კოსტიუმები, კაბები და შალის ქსოვილების სხვა სამკერვალო ნაწარმი - 12 %-ით
შალის ქსოვილები - 10 %-ით
აბრეშუმის ქსოვილები - 10 %-ით
ატელიეებსა და სახელოსნოებში ტანსაცმლის ინდივიდუალური კერვა - 20 %-ით
ძაფები - 15 %-ით
აბრეშუმის გრძელი და მოკლე წინდები - 15 %-ით
ქსოვილის და კომბინირებული ფეხსაცმელი - 15 %-ით
თავსაბურავი (შლაპები და კეპი) - 15 %-ით
საფეიქრო გალანტერეა - 15 %-ით
გვირისტნაქარგი ნაწარმი - 15 %-ით
ბეწვეული - 10 %-ით
ლითონის და ტყავის შემცვლელებისაგან დამზადებული გალანტერეა - 10 %-ით
ლითონის სამეურნეო საქონელი (დანები, ჩანგლები, კოვზები და სხვ.) - 10 %-ით
პლასტმასის და ცელულოიდის ნაწარმი (ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოები და სხვ.) - 20 %-ით
ელექტროსამეურნეო საქონელი (ელექტროჩაიდნები, ელექტროქურები, ელექტროუთოები და სხვა) - 10 %-ით
კავეული - 20 %-ით
ცემენტი - 30 %-ით
მოტოციკლები - 15 %-ით
ველოსიპედები - 20 %-ით
რადიომიმღებები - 20 %-ით
ტელევიზორები - 25 %-ით
პიანინოები, აკორდეონები, ბაიანები და გარმონები - 20 %-ით
პატეფონები - 30 %-ით
გრამოფონის და პატეფონის ფირფიტები - 20 %-ით
საათები - 30 %-ით
საიუველირო ნაწარმი - 20 %-ით
საბეჭდი მანქანები - 20 %-ით
ფოტოაპარატები და ბინოკლები - 10 %-ით
შესაბამისად შემცირდეს ფასები რესტორნებში, სასადილოებში, საჩაიეებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში.
1949 წლის 28 თებერვალი
1950 წლის 1 მარტიდან სტალინმა უკვე მესამედ (!) გააიაფა სახალხო მოხმარების საქონელი
პური ხორბლის ფქვილისაგან - 30 %-ით
საქონლის, ღორისა და ფრინველის ხორცი - 24 %-ით
ზუთხი - 10 %-ით
შავი ხიზილალა - 30 %-ით
წითელი ხიზილალა - 25 %-ით
სოსისი და სარდელები - 30 %-ით
კარაქი - 30 %-ით
კვერცხი - 15 %-ით
არაყი - 17 %-ით
სპირტიანი და სადესერტო ღვინოები - 49 %-ით
ლუდი - 30 %-ით
სიგარეტი - 20 %-ით
ასანთი - 25 %-ით
ყურძენი - 25 %-ით
1951 წლის 1 მარტიდან სტალინმა უკვე მეოთხედ გააიაფა სახალხო მოხმარების საქონელი
1950 წელს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, შრომის ნაყოფიერების ამაღლების და პროდუქციის თვითღირებულების შემცირების სფეროში მიღწეულ ახალ წარმატებებთან დაკავშირებით საბჭოთა მთავრობამ და სკპ(ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალეს. განეხორციელებინათ მასობრივი მოხმარების საქონელზე სახელმწიფო საცალო ფასების ახალი - რიგით მეოთხე - შემცირება.
სსრ კავშირის მინისტრთა საბჭომ და სკპ(ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა დაადგინეს:
1951 წლის 1 მარტიდან შემცირდეს ასურსათო და სამრეწველო საქონელზე სახელმწიფო საცალო ფასები შემდეგი ოდენობით:
ჭვავის, ხორბლის პური, ფუნთუშები, ბლითები და სხვა პურ-ფუნთუშეული - 15 5-ით
საფუარი - 15 %-ით
ფქვილი ჭვავის, ხორბლის, სიმინდის და სხვა - 15 %-ით
ფეტვი, წიწიბურას ბურღული, სხვა ბურღულეული, ბრინჯი, მუხუდო და სხვა პარკოსანი კულტურები - 15 %-ით
მაკარონის ნაწარმი და საკვები კონცენტრატები - 15 %-ით
მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და საკვები კონცენტრატები - 15 %-ით
ჭვავი, ხორბალი, შვრია, ქერი და სხვა მარცვლეული, ქატო, კოპტონი, კომბინირებული საკვები, თივა და ჩალა - 15 %-ით
ძროხის ხორცი, ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, ფრინველი, ძეხვი, სოსისი, სარდელი, კატლეტი, ხორცის, მცენარეულ-ხორცეული კონსერვები და ხორცის სხვა პროდუქტები - 15 %-ით
თევზი, ქაშაყი, თევზის კონსერვები, შავი და წითელი ხიზილალა და თევზის სხვა ნაწარმი - 10 %-ით
კარაქი - 15 %-ით
საკვები ქონი, მარგარინი, ყველი, რძე და რძის პროდუქტები, რძის კონსერვები, ნაყინი და კვერცხი - 10 %-ით
ნამცხვარი, ვაფლი, კექსი, ტკბილღვეზელი, ტორტი, თალაკვერი და ფქვილის სხვა საკონდიტრო ნაწარმი - 10 %-ით