reportiori.ge - ირმა ინაშვილი: შეხვედრაზე ლევან ვარშალომიძეს გარკვევით უთქვამს, რომ გადამწყვეტი შეტევა ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა დაიწყონ აპრილში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:10
ინტერვიუ
ირმა ინაშვილი: შეხვედრაზე ლევან ვარშალომიძეს გარკვევით უთქვამს, რომ გადამწყვეტი შეტევა ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა დაიწყონ აპრილში!
ავტორი:
03 მარტი, 2015. 17:25

 

 

 

2015 წლის 7 თებერვალს ძველთაძველი ქართული ტომით - ლაზებით დასახლებულ ქალაქ ტრაპიზონში, რომელიც დღეს თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებშია მოქცეული, მიხეილ სააკაშვილის კვაზიფაშისტური სექტის - ნაცმოძრაობის დიდი თავყრილობა გაიმართა! „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ჟურნალისტ ირმა ინაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელსაც კიევიდან სააკაშვილის მიერ საგანგებოდ გამოგზავნილი ემისარი ლევან ვარშალომიძე უძღვებოდა, საგანგებო დავალებები გაიცა და გადაწყდა, რომ საქართველოში სიტუაცია ციხის ბუნტის მეშვეობით აპრილში არიონ!


- ირმა, რა იცით ნაცისტების ტრაპიზონული შეხვედრის შესახებ?

 

- ტრაპიზონის შეხვედრა გაიმართა 7 თებერვალს და ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ მომაწოდა ადამიანმა, რომელიც თავად ესწრებოდა ამ თავყრილობას, ანუ ეს პიროვნება არის პირველწყარო... სამწუხაროდ, მე არ მაქვს ამ ადამიანის გვარ-სახელის დასახელების უფლება, მაგრამ ერთი რამ გარკვევით შემიძლია გითხრათ, ეს პიროვნება წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას. როგორც მან მითხრა, ტრაპიზონში მიხეილ სააკაშვილის დავალებით კიევიდან ჩამოვიდა ლევან ვარშალომიძე, რომელიც შეხვდა ნაცმოძრაობის აქტივს.


- მაინც რამდენი კაცი ესწრებოდა ამ შეხვედრასო?

 

- წყაროს ინფორმაციით, შეხვედრას დაახლოებით 80 კაცი მაინც ესწრებოდა. შეხვედრაზე დასახეს გეგმები და ამოცანები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორ უნდა არიონ ქვეყანაში სიტუაცია, როგორ უნდა დაამძიმონ საქართველოში კრიმინოგენური ვითარება და ამ საქმეში როგორ უნდა გამოიყენონ ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდნენ „კანონიერი ქურდებიც".

 

- კულუარული ინფორმაციით, ტრაპიზონის შეხვედრას სხვებთან ერთად ასევე ესწრებოდა ავადსახსენებელი გია უდესიანიც...

 

- კონკრეტულად გია უდესიანის შესახებ წყაროს ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ შეკრების გარკვეული ნაწილი მიეძღვნა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე" საუბარს. კონტექსტი იყო ძალიან საინტერესო და გეტყვით, რასაც ვგულისხმობ! მოგეხსენებათ, სააკაშვილის რეჟიმს განაჩენი გამოუტანა ციხის კადრებმა, ხოლო ამ კადრებთან, გვინდა-არ გვინდა, დაკავშირებულია ჩემი გვარი და სახელი. ნაცმოძრაობას ეს ვერ მოუნელებია და ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ტრაპიზონში დაგეგმეს ბინძური შეტევა.


- მაინც რას გეგმავენ?

 

- გეგმავენ რაღაც სიბინძურეებს, როგორც ფეისბუქის საშუალებით, ისე ჭორების აგორებით, რათა მოხდეს ჩვენი დისკრედიტაცია. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ნაცმოძრაობა „პატრიოტთა ალიანსს" მიიჩნევს უშუალო კონკრეტულად და ამიტომ ჩვენზე არიან ჩაციკლულები. შეხვედრაზე გაიცა კონკრეტული დავალებები, თუ ვინ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს. დაგეგმეს ციხის კადრების თემის ირგვლივ ათასი სიბინძურის აგორება. კერძოდ, აპირებენ აჟიოტაჟის ატეხვას იმის გამო, თითქმოს ციხის კადრების თემა დაკავშირებულია რუსეთთან და ციხის კადრების გასაჯაროება ამირან მესხელის მეშვეობით მოხდა. მესხელის საშუალებით თუ გასაჯაროვდა ციხის კადრები, ან მესხელმა რა მოიგო და ან ვანო მერაბიშვილმა? ამირან მესხელი ქვეყნიდან გაქცეულია და იძებნება, ხოლო მერაბიშვილი ციხის საკანს ხეხავს.


- ამირან მესხელი ძებნაშია?

 

- თუ ძებნაში არ არის, ძალიან ცუდი, რადგან მესხელი გახლდათ ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც რეჟიმის მიერ ჩადენილ ყველა უბედურებაში წილი უდევს.


- რა გადაწყდა ტრაპიზონის შეხვედრაზე? რა, ქვეყანა როდის უნდა ავრიოთო?


- შეხვედრაზე ლევან ვარშალომიძეს გარკვევით უთქვამს, რომ გადამწყვეტი შეტევა ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა დაიწყონ აპრილში და როგორმე მოაწყონ ციხის ბუნტი! თავად სააკაშვილმაც ძალიან კარგად იცის, რომ ის ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება, მაგრამ მთელი ეს ტერორი და კამპანია გათვლილია დღევანდელი ხელისუფლების უუნარობაზე.

 

- ირმა, ეს ხელისუფლება თითქოს რაღაც დიდი ცვლილებების მოლოდინშია, რა სიტყვით?

 

- გეთანხმებით, რომ ხელისუფლებაში მოკალათებული ზონდერების გამოაშკარავება და დაპატიმრება დაიწყეს, მაგრამ ერთ ზონდერს რომ დაიჭერენ, მეორეს აწინაურებენ და ვერ გავიგე, რა ხდება?!

 

- შეგიძლიათ, ახლად დანიშნული და დაწინაურებული ზონდერები ჩამომითვალოთ?

 

- მაგალითად, მთელი შემოსავლების სამსახურის ვერტიკალი სავსეა სააკაშვილის ზონდერებით და დავიჯერო, ამის შესახებ ხელისუფლებამ არ იცის? ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა ის იყო, რომ სააკაშვილს ქვეყნიდან გასვლის საშუალება მისცეს. პირდაპირ ვაცხადებ: ვიდრე ამ ხელისუფლებას და სააკაშვილთან  შეკრულ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეძინა, სააკაშვილმა მოახერხა თავისი იმიჯის რეაბილიტაცია და სტატუსის შეძენა.  მან სტატუსი შეიძინა უკრაინაში, რომელსაც თავიდან ბოლომდე კურირებს მაკ-კეინი. თქვენ იცით, რომ მაკ-კეინმა და ტერნერმა ინტერპოლსაც კი მიმართეს, რომ სააკაშვილზე ძებნა არ გამოცხადდეს.


ამ ეტაპზე სააკაშვილი გაძლიერებულია, მაგრამ სიტუაცია შეიცვლება და მიშა საბრალდებო სკამზე დაჯდომას ვერ აცდება. მე რომ ხელისუფლების ადგილზე ვიყო, ვიმოქმედებდი ისე, როგორც ისრაელის სპეცსამსახურები მოქმედებდნენ ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ისრაელის სპეცსამსახურებმა ძალიან ბევრი ნაცისტი სამხედრო დამნაშავე გამოიტაცეს და ისრაელში გაასამართლეს. მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, ძლიერი სულისკვეთება და გამბედაობა, რაც ამ ხელისუფლებას არა აქვს. სხვათაშორის, ტრაპიზონში გამართულ თათბირზე ერთ-ერთი სერიოზული თემა იყო ლარის კურსის დევალვაცია. ლევან ვარშალომიძემ იქ შეკრებილ კონკრეტულ ადამიანებს დაავალა, რომ ამ მიმართულებით საზოგადოებაში შეიქმნას აჟიოტაჟი... მივმართვ ხელისუფლებას: თქვე დალოცვილებო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქადაგიძე გაქანებული ნაციონალი და ზურაბ ადეიშვილის ხელისბიჭი რომ არის, ახლა გაიგეთ? არ იცოდით, ქადაგიძე ადეიშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს რომ ემსახურება და ქართველი ერის ინტერესები ფეხზე ჰკიდია? რატომ აქამდე არ მოუწყვეთ ქადაგიძეს იმპიჩმენტი? აი, სწორედ ეს არის ხელისუფლების უუნარობა და უსუსურობა, რითაც სააკაშვილი და მისი ხროვა სარგებლობს.

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016