ლანს-ო-მედოუზი
ახალი სამყაროს აღმომჩენად ყველა კოლუმბს მიიჩნევს, თუმცა კუნძულ ნიუფაუნდლენდზე აღმოჩენილი ეს დასახლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პირველმა ამერიკის კონტინენტს ვიკინგებმა მიაღწიეს დაახლოებით 1000 წლის წინ. მეცნიერთა აზრით, ამ დასახლებაში 30-160 ადამიანი ცხოვრობდა, რომლებმაც აქ რამდენიმე წელი გაატარეს.
საკსაიუამანი
ეს სამონასტრო კომპლექსი ქალაქ კუსკოში (პერუ) - ინკების იმპერიის დედაქალაქში მდებარეობს. ეს ქვები ისე მჭიდროდ არის ერთმანეთზე დაწყობილი, რომ ჩვეულებრივი ქაღალდის ფურცელიც არსად ეტევა. სავარაუდოდ, ეს უნიკალური ნაგებობა თავის დროზე ციხე-სიმაგრის ფუნქციას ასრულებდა.
მოჰენჯო-დარო
ეს ქალაქი ჩვენს ერამდე 1600 წელს აშენდა თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ქალაქია. აქ არის ქუჩები და თანამედროვე კანალიზაციის მსგავსი სისტემა. უცნაურია, რომ არქეოლოგებმა ეს ქალაქი მხოლოდ 1922 წელს აღმოაჩინეს.
მზის კარიბჭე
დასავლეთ ბოლივიაში მდებარე ეს კარიბჭე ერთ მთლიან, მონოლითურ ქვას წარმოადგენს და ტიუანაკოს ცივილიზაციას განეკუთვნება. 1500 წლის წინ აქ იყო იმპერია, რომელიც პერუდან დასავლეთ ბოლივიამდე ვრცელდებოდა. ეს იმდენად ძლიერი ქვეყანა იყო, რომ ხშირად ინკებსაც ადარებენ.
ქვის ხანის გვირაბების ქსელი
დიდი ხანი არ არის რაც მეცნიერებმა გვირაბების ეს ქსელი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, მისი აშენება ქვის ხანაში მოხდა და შოტლანდიიდან თურქეთამდე ლამის მთელ ევროპას მოიცავს.
ლონგიუს ხელთუქმნელი მღვიმეები
ჩინეთის პროვინცია ჩჟეძიანის ტერიტორიაზე მდებარე ეს საოცარი მღვიმეები ჩვენს წ.ა. 212 წლით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ქვაბულები ადამიანის ხელით არის გამოთლილი და სავარაუდოდ, მილიონ ტონაზე მეტი ქვა გადაზიდეს. მღვიმეების შესახებ მეცნიერებას ჯერ არანაირი ახსნა არ გააჩნია.
გიობეკლი თეფე
ეს კონსტრუქცია თურქეთის ტერიტორიაზეა. როგორც ირკვევა, ამ სამონასტრო კომპლექსის ასაკი 12000 წელია და მეცნიერებს უამრავი თავსატეხი გაუჩინა.
კოტა რიკის ქვის ბურთები
ამ ქვის ბურთებზე პრაქტიკულად არანაირი ცნობები არ არსებობს. ვიცით მხოლოდ, რომ ჩვენს წ.ა. 700-1500 წლებში მდინარე დიკვის მიმდებარედ მცხოვრებმა ხალხმა შექმნა. ზოგი მეცნიერი ამ ქვებს დაკარგულ ატლანტიდას უკავშირებს. თითო ბურთი 15 ტონას იწონის.
კუნძულ იონაგუნის წყალქვეშა პირამიდები
მეცნიერებს დღემდე ვერ გაურკვევიათ ეს წყალქვეშა ნაგებობა ნამდვილად ადამიანის შექმნილია თუ არა. ზოგი ფიქრობთ, რომ მრავალი ათასი წლის წინ უცნობი ცივილიზაციის შექმნილია, რომელიც გაურკვეველი მიზეზებით გადაშენდა. მეცნიერთა მეორე ნაწილი ამ აზრს არ იზიარებს, თუმცა ვერც სხვა რაიმე ვერსიას გვთავაზობს.
დაუსრულებელი ობელისკი
ეს ამოუცნობი ნაგებობა არქეოლოგებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ასუნსიონში (ეგვიპტე). დაუსრულებელი, 42 მეტრიანი ობელისკი მდინარე ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს. მისი დასრულება რომ მოესწროთ ეს იქნებოდა ყველაზე დიდი ობელისკი ეგვიპტის ტერიტორიაზე.
(სპეციალურად საიტისთვის თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ)