reportiori.ge - ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 12:00
სხვადასხვა
ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს
ავტორი:
04 მარტი, 2015. 13:44


 

ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის მოახლოებასთან დაკავშირებით CNN-მა იმ ქალების შესახებ გამოაქვეყნა სტატია, რომელთა შრომაც ათწლეულების და ზოგიერთის შემთხვევაში საუკუნეების მანძილზე ცვლიდა ადამიანთა შეხედულებებს.


ჰარიეტ ბიჩერ სტოუ


ამერიკელმა მწერალმა ჰარიეტ ბიჩერ სტოუმ თავისი რომანით "ბიძია თომას ქოხი" მონობის საწინაღმდეგო მოძრაობის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. "ბიძია თომას ქოხი" 1852 წელს გამოიცა და ბესტსელერად იქცა.  გადმოცემის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა ჰარიეტ ბიჩერ სთოუ თეთრ სახლში მიიღო:


"თქვენ ხართ პატარა ქალი, რომელმაც დაწერა წიგნი და ეს დიდი ომი დაიწყო"- უთხრა ლინკოლმა სტოუს სამოქალაქო ომის შესახებ.


რომანი აფროამერიკელი მონის, ბიძია თომას ცხოვრებას აღწერს და მეცხრამეტე საუკუნეში ყველაზე პოპულარული წიგნი იყო ბიბლიიის შემდეგ.



ჰარიეთ ბიჩერ სტოუ

ჰარიეთ ბიჩერ სტოუ



ემელინ პანკჰერსტი

ბრიტანელმა სუფრაჟისტმა ქალმა ემელინ პანკჰერსტმა ქალთა სოციალური და პოლიტიკური გაერთიანება დააარსა. მოძრაობის წევრები ექსტრემალური  პროტესტის ფორმებით გამოირჩეოდნენ - მაგალითად, უთანასწორობის გამოსახატავად ჯაჭვებით იბამდნენ თავს, ხშირად იფიცებოდნენ და შიმშილობდნენ.


"ჩვენ აქ ვართ არა იმიტომ, რომ კანონის დამრღვევები ვართ, არამედ იმიტომ, რომ თავად ვიქცეთ კანონების შემოქმედად"- განაცხადა მან სასამართლოზე 1908 წელს.


ემელინ პანკერსტი ვერ მოესწრო ქალების მიერ საარჩევნო ხმის მოპოვებას, იგი იმ კანონის მიღებამდე, რომელმაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა, სამი კვირით ადრე გარდაიცვალა.



ემელინ პანკურსტი, მისი შვილი კრისტაბელი და მხარდამჭერები 1908 წელს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

ემელინ პანკურსტი, მისი შვილი კრისტაბელი და მხარდამჭერები 1908 წელს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ



 ანა ფრანკი


ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის დღიური, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს  წერდა, როდესაც ოჯახთან ერთად ამსტერდამში იმალებოდა, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარულ წიგნად იქცა. წიგნის 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.  ანა ფრანკის ისტორია 67 ენაზე ითარგმნა, მასზე ფილმიც გადაიღეს და თეატრალური წარმოდგენაც დადგეს, ხოლო სახლი, სადაც ანა ცხოვრობდა, მუზეუმად გადაკეთდა.


ანა ფრანკი ბერგენ-ბელსენის საკონცენტრაციო ბანაკაში 1945 წელს, ბანაკის გათავისუფლებამდე 2 კვირით ადრე გარდაიცვალა.



ანა ფრანკის პორტრეტი ჰოლოკოსტის მუზეუმთან ბუდაპეშტში

ანა ფრანკის პორტრეტი ჰოლოკოსტის მუზეუმთან ბუდაპეშტში



სიმონა დე ბოვუარი

ფრანგი ფილოსოფოსის, სიმონა დე ბოვუარის წიგნი "მეორე სქესი" ფემინისტური მოძრაობის საეტაპო ნაშრომია. ავტორმა ისტორიის მანძილზე ქალთა მიმართ მოპყრობა და მათი აღქმა გაანალიზა. წიგნი კამათის საგანი არაერთხელ გახდა. ვატიკანმა კი წიგნი აკრძალა.


"ყოველგვარი ჩაგვრა ქმნის ომის მდგომარეობას და არც ესაა გამონაკლისი"- ამბობდა ბოვუარი.


სიმონა დე ბოვუარის ქმარი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეულად გავლენიანი მოაზროვნე ჟან პოლ სარტრი იყო.



ფემინისტური ფილოსოფიის ფუძემდებელი სიმონა დე ბოვუარი

ფემინისტური ფილოსოფიის ფუძემდებელი სიმონა დე ბოვუარი



როზალინდ ფრანკლინი


ბრიტანელი ქიმიკოსი და რენტგენოგრაფი. როზალინდ ფრანკლინი ცნობილია დნმ-ის სტრუქტურის რენტგენოგრამების მიღებაზე მუშაობით.


მისი რენტგენის ფოტოები, ორმაგი სპირალით, გამოიყენეს მეცნიერებმა-  ფრანსისი კრიკმა, ჯეიმს ვატსონმა და მორის უილკინსმა, რომელთაც ერთობლივად მიენიჭათ ნობელის პრემია 1962 წელს ფიზიოლოგიისა და მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, რაც დნმ-ის სტრუქტურის გაგებისთვის გაწეულ მუშაობას უკავშირდებოდა.


თავად ფრანკლინს ნობელის ჯილდო არ მიუღია, რადგან საკვერცხის კიბოთი გარდაიცვალა 1958 წელს 37 წლის ასაკში.



როზალინდ ფრანკლინი ბრიტანეთში ლაბორატორიაში მუშაობის დროს

როზალინდ ფრანკლინი ბრიტანეთში ლაბორატორიაში მუშაობის დროს



ბილი ჯინ კინგი


ამერიკელი ბილი ჯინ კინგს უიმბლდონის ჩემპიონატი 20-ჯერ აქვს მოგებული. იგი ცნობილია 1973 წლის მატჩით, რომელსაც "სქესთა ბრძოლას" უწოდებენ.   29 წლის ბილი ჯინმა 55 წლის ბობი რიგისი 50 მილიონიანი აუდიტორიის წინაშე დაამარცხა. 


მოგვიანებით ბილი ჯინი ქალთა ტენისის ასოციაციაში წავიდა სამუშაოდ და ქალებისთვის და კაცებისთვის თანაბარი საპრიზო ფონდის მიღწევისთვის აქტიურ კამპანიას ეწეოდა.



ჩოგბურთელი ბილი ჯინ კინგი 1967 წლის უიმბლდონის ჩემპიონატზე

ჩოგბურთელი ბილი ჯინ კინგი 1967 წლის უიმბლდონის ჩემპიონატზე



ვანგარი მათაი


"როდესაც ჩვენ ვრგავთ ხეს, ჩვენ ვრგავთ მშვიდობის და იმედის მარცვლებს"- განაცხადა ვანგარი მათაიმ 2004 წელს. იგი გარემოსდამცველი და ნობელი პრემიის ლაურეატია. 

მან მწვანე ქამრის მოძრაობა დააარსა 1977 წელს, რომელიც სოფელში მცხოვრები ქალების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ეს მოძრაობა მთელ მსოფლიოს მოედო, ისინი კლიმატის ცვლილების საკითხს და გაეროს გარემოსდაცვით პროგრამებს კურირებენ.



ვანგარი მაათაი

ვანგარი მაათაი

 

 

 

(წყარო: netgazeti.ge)

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016