reportiori.ge - მალე გია კრიალაშვილის საქმე გახსნილად გამოცხადდება - სამ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალს წაუყენებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:34
ინტერვიუ
მალე გია კრიალაშვილის საქმე გახსნილად გამოცხადდება - სამ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალს წაუყენებენ
ავტორი:
05 მარტი, 2015. 11:58



„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ე.წ. მუხროვანის ამბოხისა და კონკრეტულად, გია კრიალაშვილის ჩაცხრილვის საქმის გამოძიება ბოლომდე მიყვანილი არ იყო, არც კონკრეტული პირები გამოკვეთილა, ვისაც ბრალეულობას დაუმტკიცებდნენ. საქმის გამოძიება არ შეწყვეტილა, მაგრამ გაურკვეველი ვადით გაჩერდა. ამ ხელისუფლების პირობებში საქმის გამოძიება განახლდა და მალე საქმეს გახსნილად გამოაცხადებენ.

 

ვის დაუმძიმდება ბრალი? კონკრეტულად ვისზე გავიდა გამოძიება? ვინ იყო შეკვეთის შემსრულებელი?

 

„ალიას“ კრიალაშვილების ადვოკატი, ლექსო კობაიძე ესაუბრა:

 

– ლექსო, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გამოძიება რომ განახლდა, ოჯახს ეიმედებოდა. ახლა რა ეტაპზეა გამოძიება?

 

– თქვენ იცით, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც გახმაურებულ საქმეებზე იმუშავებს და თავის კომპეტენტურ დასკვნებს დადებს, ამ კომისიაში ძალიან სერიოზული ადამიანები არიან, ეს კომისია მალე თავის სათქმელს იტყვის ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ მე გავასწრებ მოვლენებს და მოგახსენებთ იმ ინფორმაციას, რაც, როგორც ოჯახის ადვოკატისთვის, არის ჩემთვის ცნობილი ამ ეტაპზე. შევისწავლე ეს საკითხი ოჯახის თხოვნით. მინდა ვთქვა, რომ ე.წ. ამბოხის საკითხი, კრიალაშვილის გარდაცვალება და ოთანაძის სასწაულებრივად გადარჩენის საქმე დღე-დღეზე გაიხსნება, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურა, აქტიური მუშაობის შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით უკვე გადის იმ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიცამსაქმეშიმონაწილეობენ. მე ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ ის, რომ ამ კონკრეტულ ფაქტებში იკვეთება სისხლის სამართლებრივი გადაცდომები და ბრალეულობები, იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა გამოიყენებს მათ წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ პროცედურებს. ვართ მოლოდინის რეჟიმში.

 

ვინ არიან ეს ადამიანები?

 

– მე გაგიმხელთ ერთ პიროვნებას, რომლის პასუხისმგებლობის საკითხი ცალსახად დადგება. ეს გახლავთ ზვიად ხარაზიშვილი.

 

ვინ არის ეს ადამიანი?

 

– ის უშუალოდ არისამყველაფრისგანმხორციელებელი. პირდაპირ გიცხადებთ და გისახელებთ ამ ადამიანს. ეს ადამიანი დღეს არის გორის სპეცდანიშნულების სამსახურის უფროსი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ კონკრეტულ სპეცოპერაციაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი მიეცემა პასუხისმგებლობაში, ის იყო წინა ხელისუფლების დროს „სპეცნაზის“ ხელმძღვანელი და ახალი ხელისუფლების პირობებშიც აგრძელებს სამსახურს. რატომ რჩება თანამდებობაზე ეს ადამიანი, ეს ცალკე მსჯელობის საგანია, მაგრამ რახან მე ვიცი პროკურატურის დამოკიდებულება, უკვე მშვიდად ვარ. ის ჩამოშორდება სამსახურს.

 

– ეს ადამიანი ახალი გამოკვეთილია საქმეში? როგორ გავიდა მასზე გამოძიება?

 

– ჩვენ ველოდით პროკურატურის ნაბიჯს და გამოკვეთა პროკურატურამ, ამიტომ ვახმაურებთ. ახლა შემსრულებლებზე კი არ უნდა გავიდეს მხოლოდ გამოძიება, არამედ დამკვეთებზეც. არ მინდა, მოვლენებს წინასწარ გავუსწრო, მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ დიდი თანამდებობის პირებზე გავა.

 

– მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა სახელდებოდნენ. ბრალი დაუმძიმდებათ მათ?

 

– დიახ, არაა გამორიცხული, რომ ბრალი დაუმძიმდეთ მათ. საუბარია სამ მაღალჩინოსანზე, კრიალაშვილის საქმეზე, ვანო მერაბიშვილის დანაშაულებრივი ქმედება შეიძლება გამოიკვეთოს, მაშინ ის მინისტრი იყო, პროკურატურა ამას თავის დასკვნაში ასახავს. ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურამ ყველა ეტაპი გაიარა, ახლა დასკვნითი ეტაპია.

 

თუ გასცა გამოძიებამ პასუხი კითხვას: იყო ეს ამბოხი, თუ ხელოვნურად ინსპირირებული, რაზეც დიდი ხანია მიდის საუბარი. საქმიდან როგორ ჩანს?

 

– ეს იყო შეთითხნილი ქმედება სხვა მოვლენის გადასაფარად, ჩაცხრილვა განხორციელდა დაგეგმილად, შუა ქუჩაში, თანაც ისეთი სამხედრო პირის, რომელიც სახელმწიფოებრივ საქმეებს აკეთებდა. წინა ხელისუფლება პიარის სახელით ბევრ უკანონობას სჩადიოდა და ზღვარს ვეღარ ინარჩუნებდა. ხშირად პიარს სიცოცხლე ეწირებოდა, ასეთი იყო კრიალაშვილის საქმე.

 

– რამდენი ყოფილი მაღალჩინოსანი მიეცემა პასუხისგებაში?

 

– სამი, თუ არ ჩავთვლით შემსრულებლებს. ყოფილი პოლიტელიტის წარმომადგენლებიდან 3 ადამიანის შესახებ მაქვს ინფორმაცია.

 

– უკვე დაიკითხნენ ისინი?

 

– ჯერ არ არიან ბრალდებულები, არც დაკითხულები, მაგრამ დასკვნით ეტაპზე იგეგმება ბრალის წარდგენა. ვინც ციხეში ზის, დაუმძიმდება, ვინც არა და მიეცემა პასუხისგებაში.

 

– კომისია რას აპირებს?

 

– კომისია თავის სიტყვას იტყვის, დასკვნაში ყველაფერი აისახება, მაგრამ მას არ აქვს იურიდიული ძალა და იქნება სარეკომენდაციო ხასიათის.

 

– რა ვადებში გამოცხადდება გამოძიება დასრულებულად?

 

– მარტის ბოლომდე გაიხსნება ეს საქმე და გამოცხადდება კიდეც. როგორც ვიცი, ასეთივე ინტენსიურობით მუშაობს პროკურატურა სხვა გახმაურებულ საქმეებზეც. ზოგიერთ საკითხში გარკვეულიც ვარ, უბრალოდ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, ზოგადად გეტყვით, რომ ინტენსიური გამოძიებებით ბევრი გახმაურებული საქმე მივა ბოლომდე.

 

ჟანა ასანიძე

 

გაზეთი „ალია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016