reportiori.ge - ნონა შარაბიძე: ზვიად გამსახურდიას გაცილებით სადისტური მკვლელობა დღეს საკმაოდ ოსტატურად არის მიჩქმალული!..
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:07
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ნონა შარაბიძე: ზვიად გამსახურდიას გაცილებით სადისტური მკვლელობა დღეს საკმაოდ ოსტატურად არის მიჩქმალული!..
ავტორი:
05 მარტი, 2015. 13:09



Facebook-მომხმარებელ ნონა შარაბიძის პოსტი:

 

უკვე მერამდენედ, დაუსრულებლად ლაპარაკობენ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საქმეზე, რომლის ფაქტებიც, ნივთმტკიცებებიც და ექსპერტების ჩვენებებიც გამოძიების საქმეშია, მაგრამ გამოძიება რატომღაც ფერხდება და საქმე ვერ და ვერ იხურება!..

 

 

ზურაბ ჟვანია, რაულ უსუპოვთან ერთად, საბურთალოს ქუჩაზე გაზით რომ არ გაგუდულა, ეს ყველამ კარგად იცის და ამაში ორი აზრი არ არსებობს; ჟვანიას მეგობრების ჩათვლით, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ მკვლელობას, ყველაფერი კარგად არის ცნობილი და ამიტომაც, იმის ძიებას - ჟვანია შემთხვევით შემოაკვდათ, თუ განზრახ მოკლეს, არა აქვს არავითარი მნიშვნელობა!.. სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ამ კონკრეტულ მკვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ უშუალოდ მ. სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრებიც!..

 

 

თუმცა, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გამოძიება და მისი შედეგები ნაკლებად გვაღელვებს, რადგან ჩვენს თვალწინ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაცილებით სადისტური მკვლელობა მოხდა, რომელიც საკმაოდ ოსტატურად არის მიჩქმალული!..

 

 

საინტრესოა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ წევრები და განსაკუთრებით „მიშას ზვიადისტები“, ასე „გულდათუთქული“ ცდილობენ „გამოიძიონ“ ჟვანიას უეცარი სიკვდილი, ელემენტარულად კითხვა მიჩნდება: რატომ არ ცდილობენ, გამოძიებული იქნას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული მკვლელობა?! თუ, ეს მკვლელობა ნაკლები სადიზმით, მზაკვრობით და ვერაგობით ხასიათდებოდა???

 

 

ვიმეორებ, ნაკლებად გვაინტერესებს პუტჩის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების ერთ–ერთი მემკვიდრის მკვლელობის საქმის გამოძიება და მისი შედეგები; თუ რეალურად სამართლიანობის აღდგენის სურვილი ამოძრავებთ, მაშინ პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე კი არ უნდა მიჩქმალონ, არამედ ექსპერტიზის დასკვნა, ფაქტები და მტკიცებულებები დადონ!..

 

 

უკვე მერამდენედ გააქტიურდა ჟვანიას საქმე, უკვე მერამდენედ იწყებენ ლაპარაკს, გამოაჩენენ ახალ–ახალ, ვითომდა აქამდე უცნობ მტკიცებულებებს, შემდეგ ისევ მიჩუმდებიან და საქმის და გახსნასაც არ დაადგა საშველი......

 

 

საბოლოო ჯამში, მაინც ვფიქრობ, რომ რადგან ამ მკვლელობებს პოლიტიკური ელფერი აქვს, დაწყებული ზვიად გამსახურდიას მკვლელობით, გაგრძელებული შემდგომში გურამ შარაძის მკვლელობით და ა. შ. ეს საქმეები არ იქნება სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებული!.. სამომავლოდ კი, ჟვანიას მკვლელობის საქმეც „გახსნილად“ გამოცხადდება და დააპატიმრებენ მხოლოდ წვრილმან „პაიკებს“, ანუ შემსრულებლებს, როგორც ეს გურამ შარაძის საქმის შემთხვევაში მოხდა;

 

 

საქმის დასრულებას სჭირდება მხოლოდ დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკური ნება!..

 

 

დღევანდელ საქართველოში, როდესაც პრემიერი ამბობს, რომ „საქართველოში შერჩევითი სამართალი აღარ არსებობს“, თითქოს დამკვიდრებულია უკვე სამართლიანობა, ხოლო საქართველოს დღვანდელი პრეზიდენტი აცხადებს, რომ „პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება და ამის მორალური გარანტი მე ვიქნები“, ან რატომ დგება პოლიტიკური დევნის საკითხი, რა აუცილებლობა მოითხოვს ამას?.. აქვე გავიხსენებ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებსაც, რომ „ევროპა–ამერიკას რაც სურდათ, აბსოლუტურად საწინააღმეგო სურდა ქართულ საზოგადოებას“...  ვფიქრობ, აქ უკვე, ყველაფერი ცხადი და ნათელია;

 

 

ყოველივე ამის შემდეგ, გასაგებია, რომ საეთაშორისო მფარველების წყალობით პასუხისმგებლობას აცილებენ მ. სააკაშვილს და ყველა მეტ–ნაკლებად დამნაშავე ნაცს, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად აღმოჩნდნენ ხელისუფლების სათავეში, როგორც პუტჩის მემკვიდრეები;

 

 

ეჭვმიტანილობის შემთხვევაშიც კი, ნაცები ხელშეუხებელნი რჩებიან... მათ ჰყავთ ძლევამოსილი, უახლოეს წარსულში სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი ფარული მეგობრები ქვეყნის გარეთ...

 

 

ქვეყანაში, სადაც, ვერ ასამართლებენ ვერც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის და ვერც შემდგომში სახელმწიფო მინისტრის მკვლელებს, რომელ სამართლიანობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?!

 

 

ყველაფერი დანარჩენი ამ თემებზე ლაპარაკიც კი, ტყუილი და დროის გაყვანის ფაქტორია!..

 

 

ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის მკვლელობა ასეთი მარტივია და პასუხისგებას არავისგან მოითხოვენ, მრავალი დანაშაული შეიძლება მოხდეს, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულების მხრიდან!..

 

 

ედუარდ შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული „ყვარყვარეების“ ცვენაა საქართველოში!..

 

 

საქართველოს არ ჰყავს მზუნველი და ქვეყნის მოყვარული ეროვნული ხელისუფლება; გადარჩენილიყო ზვიადი ცოცხალი და ყველა ცრუს, მლიქვნელს და ქამელეონს თავის ადგილს მიუჩენდა!..

 

 

უახლოეს მომავალში კი...

 

 

საქართველოსთვის მეტად ცუდი პერსპექტივა ჩანს, მზაკვრული...

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016